მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, უმაღლესი საბჭოს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, უმაღლესი საბჭოს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, უმაღლესი საბჭოს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და ბათუმის მერ გიორგი ცინცაძესთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და შინდისის გმირების სახელობის სკვერში მემორიალი ყვავილებით შეამკო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შინდისის გმირების თავგანწირვა სამშობლოს სიყვარულის, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის და პატრიოტული სულისკვეთების სიმბოლოდ რჩება.

„ჩვენ ყოველწლიურად ვიხსენებთ შინდისის გმირებს, ადამიანებს, რომლებმაც თავი გაწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და სუვერენიტეტისთვის. ერთი მხრივ, დღევანდელი დღე ტრაგიკული და ძალიან მძიმეა, თუმცა, მეორე მხრივ, გული სიამაყითა და ღირსებით ივსება. მათი თავგანწირვის მაგალითზე იზრდება ახალი თაობა და ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ოჯახებს და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს, ბათუმის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებმა.

2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან გამართული ბრძოლა რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდია, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების 17 სამხედრო, მათ შორის ორი მებრძოლი აჭარიდან შეეწირა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 158 სტატია.

  • მთავრობა ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეისყიდის - ხელშეკრულება უკვე გაფორმდაBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნორუსთავი 2
  • ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძეტვ პირველი
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის სხდომა გაიმართა

გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის სხდომა გაიმართა

იმედი

ზელენსკი: რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან დამატებით რაკეტებს იღებს

ზელენსკი: რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან დამატებით რაკეტებს იღებს

იმედი

CNN: ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე „ღიაა“, თუმცა ნაოსნობის მონაცემები ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს

CNN: ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე „ღიაა“, თუმცა ნაოსნობის მონაცემები ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს

იმედი

სოზარ სუბარი: ძალიან დიდი ძალაა, როცა ყველა მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში გვყავს ფრაქცია. ეს მნიშვნელოვანია სამომავლოდ ჩვენი გეგმების განხორციელებისთვის

სოზარ სუბარი: ძალიან დიდი ძალაა, როცა ყველა მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში გვყავს ფრაქცია. ეს მნიშვნელოვანია სამომავლოდ ჩვენი გეგმების განხორციელებისთვის

იმედი