მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. CNN: ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე „ღიაა“, თუმცა ნაოსნობის მონაცემები ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს
CNN: ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე „ღიაა“, თუმცა ნაოსნობის მონაცემები ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს

CNN: ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე „ღიაა“, თუმცა ნაოსნობის მონაცემები ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე „ღიაა“. მისი მტკიცებით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა საზღვაო გზა ნაღმებისგან გაწმინდეს და მას სრულად აკონტროლებენ, თუმცა ნაოსნობის მონაცემები ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

გემების მონიტორინგის პლატფორმა MarineTraffic-ის ცნობით, ადგილობრივი დროით სამშაბათს, შუადღისას, სრუტე მხოლოდ შვიდმა დიდმა გემმა - ორმა ნავთობტანკერმა, ერთმა გაზმზიდმა, სამმა ბალკერმა და ერთმა სატვირთო ხომალდმა გადაკვეთა. ყველა მათგანი სპარსეთის ყურეში შედიოდა.

წინა პერიოდის მონაცემები აჩვენებს, რომ გემს სრუტის გადასაკვეთად რამდენიმე საათი სჭირდება, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მაჩვენებელი დღის ბოლომდე საგრძნობლად გაიზარდოს.

საზღვაო ანალიტიკური კომპანია Kpler-ის ცნობით, გუშინ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან მარშრუტზე სულ რვა გემმა გაიარა.

ეს სტატისტიკა ჯერ კიდევ არ ემთხვევა ტრამპის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სრუტე „უკვე ღიაა“.

„შეხედეთ, ერთადერთი, ვინც ახლა ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს, შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალებია“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში.

ომამდე ამ საკვანძო საზღვაო არტერიას, რომელზეც მსოფლიო ნავთობის მიწოდების მეხუთედი გადიოდა, ყოველდღიურად საშუალოდ 120 გემი კვეთდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 188 სტატია.

  • "მთელი სრუტე გაწმენდილი გვაქვს ნაღმებისგან" - ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს 100%-ით აკონტროლებსრუსთავი 2
  • ირანისგან კომპენსაციას ვითხოვ - დონალდ ტრამპიტვ პირველი
  • ნეთანიაჰუ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ გეგმას უარყოფს და ჰამასის სრულ განიარაღებას ითხოვსფორმულა
  • ილჰამ ალიევმა დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნაBM.GE
ტრამპის →

მსგავსი სტატიები

გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის სხდომა გაიმართა

გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის სხდომა გაიმართა

იმედი

ზელენსკი: რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან დამატებით რაკეტებს იღებს

ზელენსკი: რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან დამატებით რაკეტებს იღებს

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, უმაღლესი საბჭოს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, უმაღლესი საბჭოს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იმედი

სოზარ სუბარი: ძალიან დიდი ძალაა, როცა ყველა მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში გვყავს ფრაქცია. ეს მნიშვნელოვანია სამომავლოდ ჩვენი გეგმების განხორციელებისთვის

სოზარ სუბარი: ძალიან დიდი ძალაა, როცა ყველა მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში გვყავს ფრაქცია. ეს მნიშვნელოვანია სამომავლოდ ჩვენი გეგმების განხორციელებისთვის

იმედი