მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზელენსკი: უკრაინა რუსულ დარტყმებს ისე უპასუხებს, რომ რუსეთმა ომის გაჭიანურება ვერ შეძლოს
ზელენსკი: უკრაინა რუსულ დარტყმებს ისე უპასუხებს, რომ რუსეთმა ომის გაჭიანურება ვერ შეძლოს

ზელენსკი: უკრაინა რუსულ დარტყმებს ისე უპასუხებს, რომ რუსეთმა ომის გაჭიანურება ვერ შეძლოს

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს, დნეპრის, ხერსონის, ხარკოვის, დონეცკისა და სუმის ოლქებზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების კომენტირებისას განაცხადა, რომ უკრაინა თავდასხმებს მომავალშიც ისე უპასუხებს, რომ რუსეთს ომის გაგრძელების შესაძლებლობები შეუსუსტოს.

პრეზიდენტის განცხადებით, ზაპოროჟიეში რუსი სამხედროები მიზანმიმართულად ესხმიან თავს სამოქალაქო ობიექტებსა და ტრანსპორტს, რისთვისაც FPV-დრონებსა და სხვა ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებენ. ზელენსკიმ დნეპრში სამოქალაქო საწარმოზე მიტანილი დარტყმა უპრეცედენტო სისასტიკედ და აბსოლუტურად უაზრო ქმედებად შეაფასა.

„რუსეთი აგრძელებს თავის ნამდვილად ტერორისტულ ომს უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ. ჩვენ რუსეთს სამართლიანად ვუპასუხებთ ყველა ამ დარტყმის გამო. ჩვენ ამას ვაკეთებთ ისე, რომ პირველ რიგში დაზარალდეს რუსეთის სახელმწიფო სისტემა და მისი შესაძლებლობა, გააჭიანუროს ეს ომი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთში საწვავის დეფიციტი ომისა და უკრაინის მიერ შორ მანძილზე დარტყმების ერთ-ერთი შედეგია: „ჩვენ ომის რეალობას რუსეთში ვაბრუნებთ და მაქსიმალურად ვართულებთ ჩვენი მიწის ოკუპაციის გაგრძელებას“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →რუსული →ზელენსკის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი