მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზელენსკიმ მოკავშირეებს უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტების გადაცემისკენ მოუწოდა
ზელენსკიმ მოკავშირეებს უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტების გადაცემისკენ მოუწოდა

ზელენსკიმ მოკავშირეებს უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტების გადაცემისკენ მოუწოდა

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს მოკავშირეებს კიევისთვის Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების სწრაფად გადაცემისკენ მოუწოდა.

როგორც უკრაინის ლიდერმა ანკარაში ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, Patriot-ის ტიპის რაკეტები მხოლოდ შეერთებულ შტატებს არ აქვს. რაკეტების მარაგი სხვა პარტნიორ ქვეყნებსაც აქვთ.

„გვესმის, თუ რომელ ჩვენს მეგობარს, სხვათა შორის, არა მხოლოდ ამერიკელებს, აქვს ასეთი შესაძლებლობები. ჩვენ ის [რაკეტები] ძალიან გვჭირდება. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ყველამ ნახეთ რუსული დარტყმები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესაძლებლობები მნიშვნელოვანია როგორც მოქალაქეების, ისე ჯარისკაცების დასაცავად.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ რუსეთის სისუსტეს, ჩვენ მას ვგრძნობთ. საჭიროა მეტი წნეხი, მეტი ანტიბალისტიკური რაკეტა და მეტი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ“, - დასძინა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი