მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზემო აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრებისას, რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
ზემო აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრებისას, რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

ზემო აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრებისას, რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ზემო აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა და ხულოს მუნიციპალიტეტში, ინფრასტუქტურულ პროექტებს, კერძოდ, ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო.

შეხვედრებს ზურაბ პატარაძესთან ერთად, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მაღალმთიანი აჭარის განვითარების პრიორიტეტებზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მთაში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის განვითარება და ტურისტული პოტენციალის გაძლიერებაა, რაც ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკური აქტივობის ზრდას, ისე- ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის 7 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება; სამუშაოები მოიცავს გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციასა და ასფალტობეტონის საფარის დაგებას. ასევე, მოეწყობა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის.

ზურაბ პატარაძემ მაღალმთიან აჭარაში, რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის გოდერძის უღელტეხილის ტერიტორიაზე, ხიხაძირის და სხალთის ხეობებში ადგილობრივ მაცხოვრებლებთან გამართა შეხვედრები და მოსახლეობის საჭიროებებისა თუ მოთხოვნების, აგრეთვე, ინიციატივების და მოსაზრებების შესახებ მოისმინა დეტალური ინფორმაცია. შეხვედრების დასასრულს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პატივი მიაგო სოფელ წაბლანაში 1989 წლის აპრილის სტიქიური მოვლენების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული "ხინოწმინდობა" მიულოცარუსთავი 2
  • „ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებსBM.GE
  • მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი