მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზინედინ ზიდანი საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
ზინედინ ზიდანი საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ზინედინ ზიდანი საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

იმედი|imedinews.ge

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ დიალომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფეხბურთო ლეგენდა ზინედინ ზიდანი დიდიე დეშამის შემცვლელი გახდება და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

54 წლის ზიდანი ამ თანამდებობაზე დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა მთავარ კანდიდატად და რამდენიმე წელი ელოდა შესაძლებლობას, ქვეყნის ნაკრები ჩაებარებინა. მას შემდეგ, რაც 2021 წელს მადრიდის „რეალი“ დატოვა, მას მწვრთნელად აღარ უმუშავია.

ესპანურ გრანდში მუშაობის პერიოდში ზიდანმა, როგორც ნახევარმცველმა ვარსკვლავმა და მწვრთნელმა, გუნდს ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოაგებინა - 2016, 2017 და 2018 წლებში. ეს მიღწევა ტურნირის თანამედროვე ისტორიაში უპრეცედენტოა.

დეშამი საფრანგეთის ნაკრებს 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა და თანამდებობა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვა. მუნდიალზე საფრანგეთმა ნახევარფინალში ესპანეთთან მარცხი განიცადა.

დეშამის ხელმძღვანელობით საფრანგეთმა 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2022 წელს ფინალში პენალტების სერიაში დამარცხდა. ფრანგებმა ასევე წააგეს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი, რომელიც საფრანგეთში ჩატარდა.

ზიდანი საფრანგეთის ნაკრების სათავეში ყოფილი თანაგუნდელების ლორან ბლანისა და დიდიე დეშამის კვალს გაჰყვება. ბლანი ეროვნულ გუნდს 2010 - 2012 წლებში ხელმძღვანელობდა.

ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მთავარი შემოქმედი იყო 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც გუნდმა ტურნირი მოიგო. მან ფინალში ბრაზილიის წინააღმდეგ თამაშში ორი გოლი გაიტანა. ორი წლის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის მოგებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

1998 წელს ზიდანმა „ოქროს ბურთი“ მოიგო.

ზიდანის ხელმძღვანელობით საფრანგეთის ნაკრების პირველი მატჩები ერთა ლიგაზე გაიმართება: 25 სექტემბერს გუნდი სტუმრად თურქეთს შეხვდება, სამი დღის შემდეგ კი ბელგიას დაუპირისპირდება. ამის შემდეგ, 2 ოქტომბერს საფრანგეთი „სტად დე ფრანსზე“ იტალიას უმასპინძლებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
  • ინვესტიციის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მთავარი ინვესტორი ჩინეთი გახდანეტგაზეთი
  • 13 წუთიანი უწყვეტი ოვაციები - მარტინ მაკდონაჰის ნამუშევარს კრიტიკოსები ოქროს ლომის მთავარ კანდიდატად მიიჩნევენ, ჯონ მალკოვიჩს კი "ოსკარს" უწინასწარმეტყველებენრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს რუსეთმა ქვეყანაზე მასირებული იერიში მიიტანა - მთავარი სამიზნე ოდესის ოლქი იყოტვ პირველი
მთავარი →

მსგავსი სტატიები

გივი მიქანაძე სტუდენტთა დაფინანსებაზე: წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მოქმედებს ის სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა. მოქმედებს არამხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, ასევე კერძო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, თუმცა ეს სქემა მილევად რეჟიმშია

გივი მიქანაძე: მინდა თითოეულ პედაგოგს, პროფესორ-მასწავლებელს, აღმზრდელს, სასკოლო ადმინისტრაციის, განათლების სამინისტროს თითოეულ წარმომადგენელს დიდი მადლობა გადავუხადო იმ შრომისა და თავდადებისთვის, იმისთვის, რასაც ისინი ჩვენი მომავალი თაობისთვის ყოველდღიურად აკეთებენ

გივი მიქანაძე: მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილების საფუძველზე, 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით, რომლითაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, რომ სხვადასხვა ადგილას დარეგისტრირდნენ

გივი მიქანაძე: დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს

გივი მიქანაძე: დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს

იმედი