მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობას შეუერთდა
ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობას შეუერთდა

ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობას შეუერთდა

იმედი|imedinews.ge

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობას შეუერთდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ოჯახის სიწმინდის დღე სრულიად საქართველოს მიულოცა და განაცხადა, რომ ეს დღე, როგორც ერთიანობის და ღირებულებების სიმბოლო უნდა შენარჩუნდეს.

„17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა. ამ დღეს წელს პირველად აღვნიშნავთ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარეშე და ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის მეთაურობით. ეს კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, შევინარჩუნოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ ის ფასეულობები, რომელსაც ოჯახი, სიყვარული, ერთგულება და ერთმანეთის პატივისცემა ჰქვია. ვულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მსვლელობა ქაშვეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან დაიწყო და წმინდა სამების საკათედრო ტაძართან დასრულდა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ პირველი სადღესასწაულო წირვა აღავლინა. წირვას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების და მრევლის გარდა, საგანგებოდ მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები, მოწვეული სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი ესწრებოდა.

17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ საქართველოს საპატრიარქომ 2014 წელს დააწესა. 2024 წლიდან კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 მაისი ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წევრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაულს "ხადორობა - 2026-ს" დაესწრორუსთავი 2
  • სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებსBM.GE
  • რეგიონების მუშაობა შვეიცარიული საათის ისარივით იქნება აწყობილი - "ოცნების" წევრმა მდინარაძე შეაქოტვ პირველი
  • ირანის საჰაერო თავდასხმა - ჰორმუზის სრუტეში კომერციული ტანკერის ეკიპაჟის წევრი დაიღუპაფორმულა
წევრი →

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი