მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ აბაშიძე: „თბილისის ურბანული ტყე“ დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პროექტია, რომლისთვისაც მინდა ფონდ „ქართუ“-ს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“
ზურაბ აბაშიძე: „თბილისის ურბანული ტყე“ დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პროექტია, რომლისთვისაც მინდა ფონდ „ქართუ“-ს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“

ზურაბ აბაშიძე: „თბილისის ურბანული ტყე“ დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პროექტია, რომლისთვისაც მინდა ფონდ „ქართუ“-ს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“

იმედი|imedinews.ge

„ჩვენი დედაქალაქი როგორც სამშენებლო, ისე სატრანსპორტო მიმართულებით ინტენსიურად ვითარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც ჩვენი დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგრადობას გაზრდის“ - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ გააკეთა და ფონდი „ქართუ“-ს მიერ დაფინანსებულ პროექტზე „თბილისის ურბანული ტყე“ ისაუბრა.

როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, დედაქალაქის მერია და საკრებულო რეკრეაციული სივრცეების შექმნის მიმართულებით აქტიურად მუშაობს და თბილისში არაერთი ასეთი სივრცე შეიქმნა. თუმცა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, დედაქალაქისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტი. ზურაბ აბაშიძის თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირებულია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 000-მდე ნერგი და განახლებულია 45 კილომეტრამდე საფეხმავლო და ველობილიკი.

„ეს პროექტი არის უნიკალური და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან იგი თბილისის ურბანული განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. პროექტი სრულად საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“-ს მიერ ფინანსდება და მასზე დაახლოებით 24 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროექტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობას, ზრდის მწვანე საფარის მოცულობას და ქმნის ახალ რეკრეაციულ სივრცეებს მოქალაქეებისთვის. პროექტის ფარგლებში, რეკრეაციული ინფრასტრუქტურა ტურისტებისთვისაც შეიქმნა, რაც ჩვენს დედაქალაქს მათთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. „თბილისის ურბანული ტყე“ დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პროექტია, რომლისთვისაც მინდა ფონდ „ქართუ“-ს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ინფორმაციას თბლისის საკრებულო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
  • თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლანეტგაზეთი
  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
თბილისში →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი