მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

იმედი|imedinews.ge

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

საკრებულოს წარმომადგენლები დედაქალაქის მერთან ერთად დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ, რომელიც დაღუპულთა მემორიალთან ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზმა მამა შალვა კეკელიამ გადაიხადა.

2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, 13 ივნისის ტრაგიკული დღე უდიდესი ტკივილის, მაგრამ ამავე დროს ერთიანობისა და ადამიანური თანადგომის სიმბოლოა. ზურაბ აბაშიძის თქმით, 11 წლის წინ მომხდარმა ტრაგედიამ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მრავალი ოჯახი დააზარალა და ჩვენი ქალაქის ისტორიაში მძიმე კვალი დატოვა.

„იმ ღამემ ყველას დაგვანახა, რამდენად დაუნდობელი შეიძლება იყოს სტიქია და რამდენად ძლიერი - ადამიანური სოლიდარობა. პატივს მივაგებთ ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას და სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ მაშველებს, მოხალისეებსა და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც უმძიმეს დღეებში ერთმანეთის გვერდით იდგა. სწორედ მათმა თავდადებამ და ერთიანობამ გადააქცია ტრაგედიის დღე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თანადგომის მაგალითად“, - განაცხადა დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან ზურაბ აბაშიძემ.

2015 წლის 13 ივნისს წყალდიდობას მდინარე ვერეს ხეობაში 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წევრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაულს "ხადორობა - 2026-ს" დაესწრორუსთავი 2
  • სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებსBM.GE
  • რეგიონების მუშაობა შვეიცარიული საათის ისარივით იქნება აწყობილი - "ოცნების" წევრმა მდინარაძე შეაქოტვ პირველი
  • ირანის საჰაერო თავდასხმა - ჰორმუზის სრუტეში კომერციული ტანკერის ეკიპაჟის წევრი დაიღუპაფორმულა
წევრი →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი