მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძე აჭარის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
ზურაბ პატარაძე აჭარის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ზურაბ პატარაძე აჭარის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად, რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროს აქტუალური საკითხები, მიმდინარე პროგრამების შესრულების დინამიკა და არსებული გამოწვევები განიხილეს; ასევე, იმსჯელეს შესაძლებლობების გაძლიერებასა და სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებაზე.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აქტიური ტურისტული სეზონის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილური ვითარების შენარჩუნება და ადგილობრივი მოსახლეობისა თუ ვიზიტორებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების შეთავაზება.

„კლინიკების ხელმძღვანელებთან და ექიმებთან განვიხილეთ ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევები და ვიმსჯელეთ სამომავლო გეგმებზე. მაღალი ტურისტული ნაკადების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დინამიკურად მზარდია, რაც ნიშნავს მეტ პროგრამას და მეტ შესაძლებლობას ჩვენი მოსახლეობისთვის. გრძელდება სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ძალიან მალე რეგიონში სამი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა დასრულდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ჩართულობა, მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, რათა არსებული საჭიროებების შესაბამისად კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჯანდაცვის პროგრამები და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი მომსახურება“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სისტემაში არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე მოსაზრებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს. აღინიშნა, რომ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლს და ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს.

რეგიონში გრძელდება სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ სრულდება N1 პოლიკლინიკის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისა და მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკის მშენებლობა, ასევე დაგეგმილია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ახალი, თანამედროვე სტანდარტების კლინიკის მშენებლობა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სოციალური მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე - სოციალური სახლების მშენებლობა გრძელდება როგორც ბათუმში, ისე მუნიციპალიტეტებში. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ამ მიმართუოებით მთავრობის პოლიტიკის მთავარი ამოცანა ბენეფიციარების არა მხოლოდ საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა, არამედ ოჯახებისთვის სრულფასოვანი და ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნაა.

სამუშაო შეხვედრას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი, აჭარის მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე, რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების, მათ შორის ინფექციური საავადმყოფოს, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და N1 პოლიკლინიკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხებზე საქართველოში ევროკონტროლის ექსპერტების სამუშაო ვიზიტი შედგა

საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხებზე საქართველოში ევროკონტროლის ექსპერტების სამუშაო ვიზიტი შედგა

იმედი

ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა

ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა

იმედი

POLITICO: ევროკავშირის ლიდერები შვებულებაში არიან. კრიზისები კი, რომლებიც ბლოკს ემუქრება, არა

POLITICO: ევროკავშირის ლიდერები შვებულებაში არიან. კრიზისები კი, რომლებიც ბლოკს ემუქრება, არა

იმედი

ივლისში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 787 ფაქტი დაფიქსირდა

ივლისში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 787 ფაქტი დაფიქსირდა

იმედი