მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძე: ჩვენი მიზანია, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, გაიზარდოს ვიზიტორთა რაოდენობა და განხორციელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები ყველა სოფელში, დაბასა და ხეობაში
ზურაბ პატარაძე: ჩვენი მიზანია, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, გაიზარდოს ვიზიტორთა რაოდენობა და განხორციელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები ყველა სოფელში, დაბასა და ხეობაში

ზურაბ პატარაძე: ჩვენი მიზანია, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, გაიზარდოს ვიზიტორთა რაოდენობა და განხორციელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები ყველა სოფელში, დაბასა და ხეობაში

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე დაბა ხულოში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

მთავრობის თავმჯდომარე შეკრებილ მოქალაქეებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მაღალმთიანი აჭარის გაძლიერება, თითოეულ ადამიანსა და ოჯახზე ზრუნვა ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია.

„ამ ულამაზესი მუნიციპალიტეტის განვითარება, თითოეული მცხოვრების და ყველა ოჯახის ინტერესების დაცვა ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი გაძლიერდეს და მთა განვითარდეს.

ჩვენი მიზანია, აჭარის რეგიონში შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, გაიზარდოს ვიზიტორთა რაოდენობა და განხორციელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები თითოეულ სოფელში, დაბასა და ხეობაში. გზა, წყალი, ელექტროენერგია და ინტერნეტი არის ის მინიმუმი, რაც ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს.

ამასთან, მნიშვნელოვანია დასაქმების ზრდა, წარმატებული პროექტების განხორციელება და ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარგალიტის - გოდერძის უღელტეხილის განვითარება. როგორც ადრე, დღესაც მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ეს პროცესები გაგრძელდეს და მთაში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარემ თაგოს საბაგირო გზის მონაკვეთი და დაბა ხულოს განახლებული სკვერი დაათვალიერა, სადაც თანამედროვე სტანდარტების მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე მოეწყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი