მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძე საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიას დაესწრო
ზურაბ პატარაძე საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიას დაესწრო

ზურაბ პატარაძე საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიას დაესწრო

იმედი|imedinews.ge

ბათუმში საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან, ასევე ცენტრალური, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, საქართველოს სპორტის მინისტრმა და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს სპორტის განვითარებას და ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას. „ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ამ მასშტაბურ სპორტულ დღესასწაულს - საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ჩვენი რეგიონისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. დღეს უკვე არაერთი გუნდი და სპორტული ორგანიზაცია ირჩევს საქართველოსა და აჭარას სპორტული შეკრებებისა და მნიშვნელოვანი შეჯიბრებების ჩასატარებლად. დარწმუნებული ვარ, ფესტივალი ახალგაზრდებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება იქნება, მისცემს მათ შესაძლებლობას შეიძინონ ახალი მეგობრები, მიიღონ მნიშვნელოვანი გამოცდილება და კიდევ უფრო მეტად ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. ფესტივალში საქართველოს ყველა რეგიონის 1200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, რომლებიც სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებენ. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დროშა ოლიმპიურმა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებმა და პრიზიორმა სპორტსმენებმა საზეიმოდ აღმართეს. ასევე გაიმართა ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონია და შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის აქტიური მხარდამჭერები არიან აჭარის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია და საქართველოს სპორტის სამინისტრო. ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული ღონისძიება მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის ახალგაზრდებისთვის, რათა კონკურენტულ გარემოში გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და მიიღონ სპორტული გამოცდილება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ