მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შეხვედრები გამართა
ზურაბ პატარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შეხვედრები გამართა

ზურაბ პატარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შეხვედრები გამართა

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებს, სამსახურების უფროსებს და საკრებულოს წევრებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებსა და მაღალმთიანი აჭარის განვითარების ხედვებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მთავარ პრიორიტეტად მოსახლეობისთვის სათანადო გარემოს, შესაბამისი პირობების შექმნა და ტურისტული პოტენციალის გაზრდა რჩება. „მქონდა შეხვედრები ჩემ უსაყვარლეს ხულოს მუნიციპალიტეტში. ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე. მჯერა, რომ მაღალმთიანი აჭარის განვითერება ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის გაძლიერებას ნიშნავს. მოქალაქეებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა იყო, არის და რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად, ხოლო ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის - მერიის, საკრებულოს აქტიური ჩართულობა და საერთო საქმისთვის სრული კოორდინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, მთავარ პრიორიტეტად რჩება მთის ტურისტული პოტენციალის გაძლიერება . განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გოდერძის უღელტეხილის განვითარება, რომელიც მაღალმთიანი აჭარის მარგალიტია. როგორც გენ.გეგმით დაგეგმილი კურორტი, იგი პირველია საქართველოში და აუცილებელია მისი განვითარების პარამეტრების დაცვა, რათა ოთხივე სეზონზე გაიზარდოს ტურისტული აქტივობა და შეიქმნას დამატებითი შესაძლებლობები ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

იმედი

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი