მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძემ მუსლიმ მრევლს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა
ზურაბ პატარაძემ მუსლიმ მრევლს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

ზურაბ პატარაძემ მუსლიმ მრევლს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

იმედი|imedinews.ge

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან, ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მუსლიმ მრევლს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ დღესასწაული ქველმოქმედების და თანადგომის სიმბოლოა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს რეგიონში არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემას.

,,დღეს ჩვენს მუსლიმ მოსახლეობასთან, ჩვენს დებთან და ძმებთან ერთად აღვნიშნავთ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს. ყურბან-ბაირამი დაფუძნებულია ქველმოქმედებაზე, სიყვარულზე, თანადგომაზე და იმ ღირებულებებზე, რომლებიც ყოველთვის გამოარჩევდა ჩვენს ქვეყანასა და რეგიონს. განსაკუთრებით დასაფასებელია ის ერთობა და თანადგომა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს, რაც ნათლად გამოჩნდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების დღეებში - მაშინ, როდესაც ჩვენმა მუსლიმმა ძმებმა და დებმა ეს ტკივილი ჩვენთან ერთად გაიზიარეს და უარი თქვეს რამაზან ბაირამის საზეიმო აღნიშვნაზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი სიძლიერე ერთმანეთის გვერდით დგომაში და ურთიერთპატივისცემაშია“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში შესრულდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ