მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძემ პოეტ ზურაბ გორგილაძის ხსოვნას პატივი მიაგო
ზურაბ პატარაძემ პოეტ ზურაბ გორგილაძის ხსოვნას პატივი მიაგო

ზურაბ პატარაძემ პოეტ ზურაბ გორგილაძის ხსოვნას პატივი მიაგო

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პოეტის ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ფართო საზოგადოებასთან ერთად, პატივი მიაგო ზურაბ გორგილაძის ხსოვნას და მონაწილეობა მიიღო პოეტის დაბადებიდან 89 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

ზურაბ პატარაძემ, სიტყვით გამოსვლისას, ისაუბრა ზურაბ გორგილაძის, როგორც ქართული პოეზიის განსაკუთრებული წარმომადგენლის, აჭარის რეგიონის მეხოტბის და გამორჩეული საზოგადო მოღვაწის როლზე, მის შემოქმედებით მემკვიდრეობასა და მნიშვნელობაზე.

„დღეს დიდმა ზურაბ გორგილაძემ კვლავ შეგვკრიბა საზოგადოება, მისი მეგობრები, თაყვანისმცემლები; კიდევ ერთხელ გავიხსენეთ მისი პოეზია და ღვაწლი. ზურაბ გორგილაძე იყო უბრალო და ღირსეული ადამიანი, რომელმაც ჩვენი კუთხე მთელ ქვეყანას გააცნო. გავიხსენეთ, როგორ აღვნიშნეთ მისი 80 წლის იუბილე 2017 წელს და დღეიდან ვიწყებთ მუშაობას, რათა მომავალ წელს აღვნიშნოთ მისი 90 წლის იუბილე. დარწმუნებული ვარ, რომ მის პოეზიაზე არაერთი თაობა გაიზრდება და ყველა ერთად, დიდი სულისკვეთებით გავაგრძელებთ იმ საქმეს, რომელსაც საფუძველი ზურაბ გორგილაძემ ჩაუყარა“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ზურაბ გორგილაძე 20-ზე მეტი პოეტური კრებულის ავტორია, მისი ლექსები შესულია ყველა ქართულენოვან ანთოლოგიაში. იგი იყო აჭარის უზენაესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატი, მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული ჯილდო და პრემია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ