მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა
ზურაბ პატარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა

ზურაბ პატარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის, მერიის და საკრებულოს პასუხისმგებელ პირებთან ერთად, რეგიონის სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ რეგიონის სისტემური განვითარებისთვის, ქალაქთან ერთად, აუცილებელია მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გაძლიერება; სწორედ ამიტომ, ადგილზე გასვლების დროს, მთავრობის ყველა მიმართულების წარმომადგენელი მაქსიმალურად იქნება ჩართული საკითხების კოორდინირებულად რეაგირების პროცესში, რაც შემდგომ საქმიანობას უფრო ეფექტიანს გახდის; მისივე თქმით, სოფლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ხელისუფლების მხარდაჭერით და უშუალო ჩართულობით, არაერთი პროექტის განხორციელება იგეგმება და აჭარის მთავრობის ძალისხმევით, ამ პროცესებში, რეგიონის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების ყველა რგოლი თანაბრად იქნება ჩართული.

,,მოხარული ვარ, რომ აჭარის მაღალმთიანეთში განვითარების ტემპი წლიდან წლამდე იზრდება. ეს პროცესი წარმოუდგენელია მთავრობის, მუნიციპალიტეტებისა და საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე. ჩვენი სტრატეგიული კურსი ჩვენი რეგიონის განვითარებაა და ამ გზაზე მაღალმთიანი აჭარის როლი უმნიშვნელოვანესია.

მოსახლეობის მხრიდან გამოცხადებული ნდობა ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. გვაქვს ამბიციური გეგმები, რომლებიც როგორც ქალაქს, ისე მთას მოიცავს. ვაცნობიერებთ არსებულ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებსაც. ჩვენი მიზანია, თითოეულ ოჯახამდე მივიტანოთ კეთილდღეობა - ყველა სოფელში იყოს მოწესრიგებული გზა, გაზი, წყალი და ინტერნეტი. ეს არ არის მხოლოდ დაპირება, ეს არის კონკრეტული ამოცანა, რომლის შესასრულებლად სრული რესურსი გაგვაჩნია“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონის განვითარებისთვის მთის გაძლიერება და სოფლად ხალხის დამაგრება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიზნის მისაღწევად მაქსიმუმი გაკეთდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ