მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზვიად შალამბერიძე: არ ვურჩევ არავის, რომ საპატრიარქოზე მადისკრედიტირებელი განცხადებებით შეეცადონ პოლიტიკური ქულების დაწერას
ზვიად შალამბერიძე: არ ვურჩევ არავის, რომ საპატრიარქოზე მადისკრედიტირებელი განცხადებებით შეეცადონ პოლიტიკური ქულების დაწერას

ზვიად შალამბერიძე: არ ვურჩევ არავის, რომ საპატრიარქოზე მადისკრედიტირებელი განცხადებებით შეეცადონ პოლიტიკური ქულების დაწერას

იმედი|imedinews.ge

არ ვურჩევ არავის, რომ საპატრიარქოზე მადისკრედიტირებელი განცხადებებით შეეცადონ პოლიტიკური ქულების დაწერას, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ დოროთე ყურაშვილის განცხადების კომენტირებისას.

მისივე თქმით, ამით დაუპირისპირდებიან იმ 1,5 მლნ ადამიანს, რომელიც პატრიარქის პატივის მისაგებად საათობით იდგა თბილისში.

„ვისაც გაუჩნდება ცდუნება, რომ მსგავსი მადისკრედიტირებელი განცხადებები გააკეთოს საპატრიარქოზე, ყველამ უნდა იცოდეს, მსგავსი ნაბიჯებით ის პირველ რიგში, უპირისპირდება არა მხოლოდ საპატრიარქოს, უპირისპირდება იმ 1,5 მლნ ადამიანს, რომელიც პატრიარქის პატივის მისაგებად საათობით იდგა თბილისში და მთელს ჩვენს საზოგადოებას. შესაბამისად, არ ვურჩევ არავის მსგავსი განცხადებებით შეეცადონ, რომ რაღაც პოლიტიკური ქულები დაიწერონ“, - აღნიშნა შალამბერიძემ.

მღვდელმოქმედება შეჩერებულმა არქიმანდრიტმა, დოროთე ყურაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში თქვა, რომ მეუფე შიო ფსიქიკურად გაწონასწორებული არ არის. მანამდე კი მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქის არჩევნებს „ეგრეთ წოდებული“ და „რუსული სპეცოპერაცია“ უწოდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ