მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზვიად შალამბერიძე გორში მომხდარ ფაქტზე: დარწმუნებული ვარ, მომავალში თუ ვინმეს ექნება იმის მცდელობა, რომ მსგავსი ნაბიჯი გადადგას და თავის უფლებამოსილებას გადაამეტოს, სახელმწიფო იქნება თავის სიმაღლეზე
ზვიად შალამბერიძე გორში მომხდარ ფაქტზე: დარწმუნებული ვარ, მომავალში თუ ვინმეს ექნება იმის მცდელობა, რომ მსგავსი ნაბიჯი გადადგას და თავის უფლებამოსილებას გადაამეტოს, სახელმწიფო იქნება თავის სიმაღლეზე

ზვიად შალამბერიძე გორში მომხდარ ფაქტზე: დარწმუნებული ვარ, მომავალში თუ ვინმეს ექნება იმის მცდელობა, რომ მსგავსი ნაბიჯი გადადგას და თავის უფლებამოსილებას გადაამეტოს, სახელმწიფო იქნება თავის სიმაღლეზე

იმედი|imedinews.ge

მთავარია, რომ სახელმწიფომ მოახდინოს დროული რეაგირება, აღკვეთოს მსგავსი შემთხვევა. შესაბამისად, როგორც იცით, 6 ადამიანია უკვე დაკავებული, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ გორში მომხდარ ფაქტზე საუბრისას.

შალამბერიძე დარწმუნებულია, რომ მომავალში, თუ რომელიმე პოლიციელს ექნება მცდელობა, უფლებამოსილებას გადაამეტოს, სახელმწიფო იქნება თავის სიმაღლეზე.

„შს სამინისტროს აბსოლუტური უმრავლესობა ემსახურება თავის ქვეყანას და თავის ღირსებას და იცავს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის სიმშვიდეს. თუმცა, როგორც ნახეთ, არ ვართ დაზღვეული ერთეული გადაცდომებისგან, რასაც თვალ-ყური ვადევნეთ გუშინ. აქ მთავარია, რომ სახელმწიფომ მოახდინოს დროული რეაგირება, აღკვეთოს მსგავსი შემთხვევა. შესაბამისად, როგორც იცით, 6 ადამიანია უკვე დაკავებული. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

დარწმუნებული ვარ, მომავალში თუ ვინმეს ექნება იმის მცდელობა, რომ მსგავსი ნაბიჯი გადადგას და თავის უფლებამოსილებას გადაამეტოს, სახელმწიფო იქნება თავის სიმაღლეზე, ისევე, როგორც დღევანდელ დღეს“, - აღნიშნა შალამბერიძემ.

პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პირი დააკავა.

ადვოკატის ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა.

საქართველოს პროკურატურამ მომხდარის ამსახველი კადრების გავრცელებისთანავე გამოძიება ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების მუხლით დაიწყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ