მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზვიად შალამბერიძე: მისასალმებელია ეს ურთიერთობა, რადგან ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის იყო მეგობრულ დამოკიდებულებაში და ეს არის ის ქვეყანა, რომელთანაც არა მარტო მეგობრობა, არამედ პარტნიორობაც აკავშირებდა საქართველოს
ზვიად შალამბერიძე: მისასალმებელია ეს ურთიერთობა, რადგან ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის იყო მეგობრულ დამოკიდებულებაში და ეს არის ის ქვეყანა, რომელთანაც არა მარტო მეგობრობა, არამედ პარტნიორობაც აკავშირებდა საქართველოს

იმედი|imedinews.ge

ადრე თუ გვიან მოსალოდნელი იყო, რომ მსგავსი ნაბიჯი გადაიდგმებოდა უკრაინის მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად უკრაინის არამეგობრული დამოკიდებულებისა, საქართველო მასთან ცალმხრივ მეგობრობას მაინც აგრძელებდა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ძალიან ბევრი არამეგობრული ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვინარჩუნებთ ცალმხრივად მეგობრობას უკრაინასთან და უკრაინელ ხალხთან. რა თქმა უნდა ვუსურვებდით და ვუსურვებთ გამარჯვებას.

მისასალმებელია ეს ურთიერთობა, რადგან ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის იყო მეგობრულ დამოკიდებულებაში ერთმანეთის მიმართ და ეს არის ის ქვეყანა, რომელთანაც არა მარტო მეგობრობა, არამედ პარტნიორობაც აკავშირებდა საქართველოს. ის დაძაბული ურთიერთობა, რაც პირდაპირ იყო გამოწვეული უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, თუ განიმუხტება, ამას მხოლოდ მივესალმებით“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თქვა, რომ არის საკითხები, რომელიც საქართველოსთვის წითელი ხაზია და რომლის მოგვარების შემდეგაც აღდგება დიპლომატიური ურთიერთობა.

„ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მხრიდან არიან ძებნილი და რომლებიც იყვნენ წითელი ცირკულარით ძებნილი და დღეს ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ჩაუდგნენ სათავეში უკრაინის ინტერპოლს. არიან კიდევ სხვა ადამიანები, რომლებიც დღეს აფარებენ უკრაინას თავს, მაგრამ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არიან ძებნილი. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც უნდა მოაგვაროს მხოლოდ უკრაინულმა მხარემ და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი მათთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე.

მისასალმებელია ეს ნაბიჯები, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა ჩვენ მიმართ და დაველოდოთ შეხვედრას, რომელიც ასევე დაანონსდა სატელეფონო საუბრის შემდეგ“, - განმარტა ზვიად შალამბერიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ