მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზვიად შალამბერიძე მონტენეგროს სამიტზე: რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ევროკავშირში არიან დღევანდელ დღეს და არამხოლოდ ევროკავშირში, არამედ არიან კანდიდატებიც
ზვიად შალამბერიძე მონტენეგროს სამიტზე: რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ევროკავშირში არიან დღევანდელ დღეს და არამხოლოდ ევროკავშირში, არამედ არიან კანდიდატებიც

ზვიად შალამბერიძე მონტენეგროს სამიტზე: რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ევროკავშირში არიან დღევანდელ დღეს და არამხოლოდ ევროკავშირში, არამედ არიან კანდიდატებიც

იმედი|imedinews.ge

რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ევროკავშირში არიან დღევანდელ დღეს და არამხოლოდ ევროკავშირში, არამედ არიან კანდიდატებიც, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ მონტენეგროს სამიტთან დაკავშირებით.

კერძოდ, საქართველოს დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონტენეგროშია და ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში მონაწილეობს.

შალამბერიძის თქმით, მნიშვნელოვანია ნებისმიერი პლატფორმა, სადაც ქვეყნის ლიდერებს შესაძლებლობა ექნებათ გამართონ როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური შეხვედრები.

„საზოგადოებას მინდა შევახსენო, როდესაც გვაბრალებენ თითქოს ევროპული კურსი შევცვალეთ და ა.შ. ამ სამიტში საქართველო გაერთიანდა 2013 წელს და გახდა ასოცირებული წევრი. ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ერთი წლის თავზე გახდა უკვე სრულუფლებიანი წევრი. მას შემდეგ, ყოველწლიურად ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ სამიტის მუშაობაში, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება. შესაძლებლობა აქვთ არამხოლოდ ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნებს კომუნიკაციის, არამედ შავი ზღვის აუზის ქვეყნებიც მონაწილეობენ.

რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ევროკავშირში არიან დღევანდელ დღეს და არამხოლოდ ევროკავშირში, არამედ არიან კანდიდატებიც. მნიშვნელოვანია ნებისმიერი პლატფორმა, სადაც ქვეყნის ლიდერებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ გაიმართოს როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური შეხვედრები“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →სამიტზე →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი