მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზვიად შალამბერიძე ოპოზიციის ალიანსზე: ამ გაერთიანების პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ მათ არ უწერიათ დიდი ხნის თანაცხოვრება - მსგავსი გაერთიანებები, იგივე შემადგენლობით წინასაარჩევნოდ ბევრჯერ გვინახავს
ზვიად შალამბერიძე ოპოზიციის ალიანსზე: ამ გაერთიანების პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ მათ არ უწერიათ დიდი ხნის თანაცხოვრება - მსგავსი გაერთიანებები, იგივე შემადგენლობით წინასაარჩევნოდ ბევრჯერ გვინახავს

იმედი|imedinews.ge

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ ოპოზიციის ალიანსის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. მისი თქმით, ალიანსის მაგივრად საზოგადოება ოპოზიციაში დაპირისპირებას ხედავს.

„ამ გაერთიანების პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ მათ არ უწერიათ დიდი ხნის თანაცხოვრება. მსგავსი გაერთიანებები იგივე შემადგენლობით ბევრჯერ გვინახავს წინასაარჩევნოდ, როდესაც მათ მოტივაცია ჰქონდათ არჩევნები და „ქართულ ოცნებაზე“ მეტი ხმა, თუმცა ეს მოტივაციაც არ აღმოჩნდა საკმარისი - ან არჩევნებამდე იშლებოდნენ, ან არჩევნების წაგების შემდეგ.

დღეს ამ ადამიანებმა თითქოს მოინდომეს ახალი ველოსიპედის შექმნა და არჩევნებამდე ორწელიწად-ნახევრით ადრე შექმნეს რაღაც ერთობა და დააანონსეს, რომ თითქოს ახალი ფორმატით იმუშავებენ, თუმცა მხოლოდ შიდა დაპირისპირებას ვხედავთ. ისინი მხარდაჭერას არ ეძებენ ქართულ საზოგადოებაში, ეძებენ ქვეყნის საზღვრებს გარეთ. სანამ ისინი ქართულ საზოგადოებაში არ დაიმკვიდრებენ სტაბილურ სახელს, მოუწევთ დამტკიცება, რომ თავისი ქვეყანა უყვართ და მათი სამშობლო საქართველოა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ შემადგენლობით ამას ვერასდროს დაამტკიცებენ“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

ოპოზიციის ალიანსში დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება. მიხეილ სააკაშვილი ისევ ოპოზიციას აკრიტიკებს, ნიკა მელია კი ამბობს, რომ თუ თავდასხმები გაგრძელდება მას მკაცრი საპასუხო რეაქცია ექნება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი