მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზვიად შალამბერიძე: საქართველო საკუთარ დღის წესრიგს თავად წერს. ჩვენი გუნდი მყარად დგას და ბოლომდე დაიცავს ამ ქვეყნის ღირსებას, მშვიდობასა და დამოუკიდებლობას
ზვიად შალამბერიძე: საქართველო საკუთარ დღის წესრიგს თავად წერს. ჩვენი გუნდი მყარად დგას და ბოლომდე დაიცავს ამ ქვეყნის ღირსებას, მშვიდობასა და დამოუკიდებლობას

ზვიად შალამბერიძე: საქართველო საკუთარ დღის წესრიგს თავად წერს. ჩვენი გუნდი მყარად დგას და ბოლომდე დაიცავს ამ ქვეყნის ღირსებას, მშვიდობასა და დამოუკიდებლობას

იმედი|imedinews.ge

მსურს პირდაპირ და ყოველგვარი დიპლომატიური პირფერობის გარეშე ვუპასუხო იმ მორიგ პოლიტიკურ აბსურდს, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ამზადებენ. ანგარიშის პროექტი, რომელსაც საფუძვლად უდებენ, ვითომდა, „დემოკრატიულ უკუსვლას“, რეალურად არის არა ობიექტური შეფასება, არამედ მიზანმიმართული დარტყმა საქართველოს სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, საერთაშორისო დოკუმენტში საქართველოს პირდაპირ მოუწოდებენ, ხელისუფლებამ გამოიხმოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოდან და ეს არის მართლმსაჯულების უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპის ნგრევა.

„ვინმეს წარმოუდგენია, რომ საფრანგეთს, გერმანიას ან რომელიმე ევროპულ სახელმწიფოს გარედან ვინმემ უკარნახოს, თუ რა საქმე უნდა განიხილოს მათმა უზენაესმა თუ საკონსტიტუციო სასამართლომ? ეს არის ორმაგი სტანდარტი და პირდაპირი იერიში ჩვენს დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისი შეფასებით, კიდევ უფრო საგანგაშოა, როდესაც დოკუმენტში კონკრეტული პოლიტიკური ფიგურები მოხსენიებული არიან როგორც პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური კუთვნილება არის ინდულგენცია, რომელიც ადამიანს კანონზე მაღლა აყენებს.

„ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ: საქართველოში ხელშეუხებელი კასტები არ არსებობენ! მართლმსაჯულება არის და იქნება ყველასთვის თანაბარი მიუხედავად იმისა, თუ რა გვარი აქვს ადამიანს ან რომელ საერთაშორისო კაბინეტში ეძებს ის მფარველობას. რაც შეეხება მტკიცებას, რომ ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი არჩევნების გარემო - ეს არის წინასწარი, ხელოვნური ნიადაგის მომზადება შიდა რადიკალიზმისა და დესტაბილიზაციისთვის. როდესაც წინასწარ ცდილობენ ქართველი ხალხის ლეგიტიმური არჩევანის დისკრედიტაციას, ეს ნიშნავს, რომ მათ აინტერესებთ არა დემოკრატია, არამედ მორჩილი, სხვისი ნების შემსრულებელი ხელისუფლება. ჩვენი მმართველი გუნდის პოლიტიკამ ქვეყანას მოუტანა მშვიდობა და სუვერენული მანევრირების სივრცე. მაგრამ მშვიდობა არ ნიშნავს პროვოკაციებზე თვალის დახუჭვას. სუვერენიტეტი ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში კანონებს იღებს საქართველოს პარლამენტი, ხოლო მათ აღასრულებს ქართული სასამართლო, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და არა გარე დირექტივებით“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, საქართველო თავდაცვის რეჟიმში არ არის და ყველა ასეთ შემოტევაზე პასუხი სტრატეგიული მედეგობაა.

„ჩვენი არაკეთილმოსურნეების მიზანი საზოგადოებაში ნიჰილიზმისა და უსუსურობის განცდის დანერგვაა. ამიტომ, ჩვენ პროაქტიულად დავუპირისპირდებით ნებისმიერ დეზინფორმაციულ კამპანიას. ჩვენ გავაძლიერებთ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, რათა ქვეყანა გარე შანტაჟის მიმართ ხელშეუხებელი გახდეს და რაც მთავარია - ჩვენ დავეყრდნობით ახალ თაობას, რომელსაც მყარი ეროვნული იდენტობა აქვს და რომელსაც ვერავინ შემოასაღებს სუვერენიტეტის დათმობას „დემოკრატიის“ ნიღბით.

საქართველო საკუთარ დღის წესრიგს თავად წერს. ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო პარტნიორობას, მაგრამ პარტნიორობა ეფუძნება თანასწორობას და არა კარნახს. ჩვენი გუნდი მყარად დგას და ბოლომდე დაიცავს ამ ქვეყნის ღირსებას, მშვიდობასა და დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკუთარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • ფარცხალაძე ირწმუნება, რომ საკუთარი დანაყოფის შექმნამდე, “არბატის” მოხალისეთა კორპუსში მსახურობდანეტგაზეთი
  • მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავსBM.GE
  • როგორც სვავები ვერ გადაეჩვევიან სისხლის სმას, ისე ვერ გადაეჩვევა "ნაცი" ადამიანური ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური მომავლის შექმნის მცდელობას - არჩილ გორდულაძერუსთავი 2
  • გიორგი გაჩეჩილაძის მიზანია, ტალახში გასვაროს სხვა, რათა საკუთარი სიბინძურე ნაკლებად სჩანდეს - ნიკოლოზ რაჭველის პასუხი პროპაგანდასტვ პირველი
საკუთარი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი