ორიგინალი
უნგრეთმა ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვა გაუუქმა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების სარდალს, რობერტ ბროვდის
რადიო თავისუფლება·03:00

უნგრეთმა ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვა გაუუქმა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების სარდალს, რობერტ ბროვდის

29 ნოემბერი, 2026 · 03:00

უნგრეთის უცხოელების საქმეთა მთავარმა სამმართველომ გააუქმა უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების სარდლის, რობერტ ბროვდის ქვეყანაში შესვლასა და ყოფნაზე დაწესებული სამწლიანი აკრძალვა. ამის შესახებ უნგრეთის გამოცემა Magyar Hang იტყობინება.

შესაბამისი გადაწყვეტილება 18 ნოემბერს გამოქვეყნდა. შეზღუდვების გაუქმების პროცედურა უნგრეთის ხელისუფლებამ წამოიწყო.

უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოცემის შეკითხვის პასუხად განმარტეს, რომ აკრძალვის გაუქმების ინიციირება კონსტიტუციის დაცვის სამმართველოს შეუძლია საინფორმაციო სამმართველოს შესაბამისი დასკვნის არსებობის შემთხვევაში. უნგრეთის კანონმდებლობის თანახმად, შეზღუდვები შეიძლება გაუქმდეს ან შემცირდეს, თუ გარემოებები, რომლებიც მათი შემოღების საფუძველი გახდა, არსებითად შეიცვალა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე აღარ არსებობს.

სამინისტრომ უარი თქვა კონკრეტული საქმის დეტალების გამჟღავნებაზე და მიზეზად დაასახელა პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნები.

როგორც Magyar Hang აღნიშნავს, აკრძალვის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს ჯერ კიდევ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრამდე, რომელიც 24 ნოემბერს გაიმართა იმიერკარპატეთში.

ბროვდისთვის უნგრეთსა და შენგენის ზონის სხვა ქვეყნებში შესვლის აკრძალვა 2025 წლის აგვისტოში შემოიღო პარტია „ფიდესის“ მთავრობამ, ნავთობსადენ „დრუჟბის“ რუსულ მონაკვეთზე უკრაინის მიერ განხორციელებული არაერთი დარტყმის შემდეგ.

უნგრეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის არცერთი მცდელობა არ უნდა დარჩეს შედეგების გარეშე.

პასუხად ბროვდიმ სიიარტო დაადანაშაულა უნგრეთის ხელისუფლების ფინანსური ინტერესების დაცვაში, რაც იაფი რუსული ნავთობის მიწოდებას უკავშირდება. სამხედროს თქმით, მისი გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად იყენებს.

რობერტ ბროვდი წარმოშობით იმიერკარპატეთიდანაა და ეთნიკური უნგრელია. როგორც Magyar Hang აღნიშნავს, უკრაინის არმიაში უნგრული წარმოშობის სამხედრო მოსამსახურეებს შორის მას ყველაზე მაღალი თანამდებობა უკავია.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. უნგრეთმა ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვა გაუუქმა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების სარდალს, რობერტ ბროვდის

თემა: უკრაინის

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 223 სტატია.

  • ფორმულა·01:01
    უკრაინის ხელისუფლება კუშნერის მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას ითხოვს
  • კომერსანტი·20:36
    უკრაინამ ყირიმის ხიდზე დარტყმისას ისრაელის HiSKY-ის ტექნოლოგია გამოიყენა - WSJ
  • პალიტრა ნიუსი·18:23
    The Telegraph - უკრაინა ყირიმის ხიდის სრულად გასანადგურებლად იერიშებს ამზადებს
  • ინფო 9·18:20
    Politico: უკრაინაში ჯარედ კუშნერის სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას მოითხოვენ
უკრაინის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·02:46

ვენის პროკურატურამ კვლავ პატიმრობაში დატოვა გურ-ის ორი თანამშრომელი

ვენის პროკურატურამ კვლავ პატიმრობაში დატოვა გურ-ის ორი თანამშრომელი
რადიო თავისუფლება·02:22

ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში დააბრუნეს 23 ადამიანი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში დააბრუნეს 23 ადამიანი
რადიო თავისუფლება·01:04

კობახიძე: საქართველოს ტერიტორიის 18%-ია ოკუპირებული და არა 20%

კობახიძე: საქართველოს ტერიტორიის 18%-ია ოკუპირებული და არა 20%
რადიო თავისუფლება·23:40

ლიბია უკრაინისგან კომპენსაციას მოითხოვს ბენღაზის პორტზე დარტყმისთვის

ლიბია უკრაინისგან კომპენსაციას მოითხოვს ბენღაზის პორტზე დარტყმისთვის
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.