ლიეტუვა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის საჭიროებას ვერ ხედავს - ლიეტუვის სასაზღვრო სამსახური
„ამ ეტაპზე ლიეტუვა ლიეტუვა რუსეთთან სასაზღვრო პუნქტების დახურვის მიზეზს ვერ ხედავს“, - ამის შესახებ ლიეტუვის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა დონატას შკარნულისმა განაცხადა.
როგორც მედია წერს, აღნიშნული განცხადება, შკარნულისმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ესტონეთმა დეკემბრიდან რუსეთთან არსებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
„ვითარებას ისეთ დონემდე არ მიუღწევია, რომ აუცილებელი იყოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტების დახურვა“, — განაცხადა შკარნულისმა.
ინფორმაციისთვის, ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ესტონეთი უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, 1-ელი დეკემბრიდან რუსეთთან სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს ჩაკეტავს.
ექვსი თვის შემდეგ ოფიციალური ტალინი იმსჯელებს, გაახანგრძლივოს თუ არა აღნიშნული შეზღუდვა.
