ორიგინალი
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის პოლიტიკასთან დაკავშირებით იცვლება განწყობები თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, უფრო მეტი ქვეყანა ფიქრობს, რომ საჭიროა ჩართულობა საქართველოსთან
ინფო 9·09:01

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის პოლიტიკასთან დაკავშირებით იცვლება განწყობები თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, უფრო მეტი ქვეყანა ფიქრობს, რომ საჭიროა ჩართულობა საქართველოსთან

26 ნოემბერი, 2026 · 09:01

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე, ბრიუსელის პოლიტიკასა და დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, ბოლო პერიოდში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იცვლება დამოკიდებულება არა უშუალოდ საქართველოს, არამედ საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ.

მისი თქმით, სულ უფრო მეტი ქვეყანა მიიჩნევს, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში ჩართულობა აუცილებელია, ხოლო არჩართულობის პოლიტიკის მხარდამჭერთა წრე მცირდება.

„საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის პოლიტიკასთან დაკავშირებით იცვლება განწყობები თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ძალიან მცირე ჯგუფია იმ აქტორებისა, რომლებიც მხარს უჭერენ, ასე ვთქვათ, „გაბუტვის პოლიტიკას“ საქართველოსთან დაკავშირებით, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს, უფრო მეტი ქვეყანა ფიქრობს, რომ საჭიროა ჩართულობა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა საჯარო განცხადებებშიც შეინიშნება. საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებების რაოდენობა შემცირებულია, რაც შესაძლოა, იმითაც იყოს განპირობებული, რომ ქვეყნების წარმომადგენლებს აღარ სურთ ბრიუსელის პოლიტიკის ღიად მხარდაჭერა.

„თუ დააკვირდებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების წინ გაკეთებულ განცხადებებს, შეგიძლიათ შეადაროთ, რა ხდებოდა ერთი წლის წინ და რა ხდება ახლა, როდესაც საქართველოსთან ან ჩვენს რეგიონთან დაკავშირებით არის მსჯელობა. ბევრად უფრო ნაკლები განცხადება გვხვდება საქართველოსთან დაკავშირებით, არა იმიტომ, რომ არ უნდათ საქართველოს შეფასება, უბრალოდ, მათ არ სურთ დააფიქსირონ კრიტიკული პოზიციები და იყვნენ ბრიუსელის პოლიტიკის მხარდამჭერები, როდესაც საუბარია საქართველოსთან არჩართულობის პოლიტიკის გაგრძელებაზე“, - აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა ბრიუსელში ევროკომისიის ცალკეული თანამდებობის პირების როლზე და განაცხადა, რომ გარკვეული ინსტრუქციები ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს სწორედ ამ პირებისგან მიეწოდებათ.

მინისტრის შეფასებით, ზოგიერთი ქვეყანა აღნიშნულ მითითებებს მიჰყვება, თუმცა მათი გავლენა თანდათან მცირდება.

„არიან კონკრეტული თანამდებობის პირები, რომლებიც იყენებენ თავიანთ თანამდებობებს ბრიუსელში, ევროკომისიაში, რომ გარკვეული დირექტივები მისცენ სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს და განუსაზღვრონ, რა უნდა გააკეთონ მათ. ზოგი მიჰყვება, ზოგი არ მიჰყვება ამ ინსტრუქციებს. სულ უფრო ნაკლები ადამიანი მიჰყვება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრების გაშუქებასთან დაკავშირებულ შემთხვევებზეც.

მისი თქმით, წარსულში არსებობდა პრაქტიკა, როდესაც გარკვეული შეხვედრების შემდეგ მხარეები ფოტოების გადაღებისა და შეხვედრის საჯაროდ გაშუქებისგან თავს იკავებდნენ.

„ეს ინსტრუმენტიც გაცვდა. ახლა ნაკლებად არის ასეთი შემთხვევები, ახლა არავინ ერიდება არც ფოტოს გადაღებას და არც შეხვედრას“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: info9.ge
  1. მთავარი
  2. ინფო 9
  3. მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის პოლიტიკასთან დაკავშირებით იცვლება განწყობები თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, უფრო მეტი ქვეყანა ფიქრობს, რომ საჭიროა ჩართულობა საქართველოსთან

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • პრაიმტაიმი·08:37
    მორიგი ტყუილები და ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, იმ დროს, როდესაც ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა უკვე აღიარა დანაშაული - ზვიად შალამბერიძე ევროკავშირის რეზოლუციაზე
  • რუსთავი 2·08:35
    მორიგი ტყუილები და ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, იმ დროს, როდესაც ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა უკვე აღიარა დანაშაული - ზვიად შალამბერიძე ევროკავშირის რეზოლუციაზე
  • იმედი·08:35
    მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან მიმართებაში ბრიუსელის პოლიტიკასთან დაკავშირებით იცვლება განწყობები თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, უფრო მეტი ქვეყანა ფიქრობს, რომ საჭიროა ჩართულობა საქართველოსთან
  • აიპრესი·08:30
    მაკა ბოჭორიშვილი: ვერასოდეს დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს საქართველომ შეაჩერა რაიმე პროცესი მაშინ, როდესაც სწორედ ევროკავშირის კომპეტენციაა, გადაწყვიტოს
ევროკავშირისბოჭორიშვილიმაკა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინფო 9·09:37

ზვიად შალამბერიძე ევროკავშირის რეზოლუციაზე: მორიგი ტყუილები და ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, იმ დროს, როდესაც ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა უკვე აღიარა დანაშაული

ზვიად შალამბერიძე ევროკავშირის რეზოლუციაზე: მორიგი ტყუილები და ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, იმ დროს, როდესაც ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა უკვე აღიარა დანაშაული
ინფო 9·09:21

sky news: RAF-მა დრონების შესაძლო თავდასხმებისგან დასაცავად სამხედრო თვითმფრინავების ანგრებში განთავსება დაიწყო

sky news: RAF-მა დრონების შესაძლო თავდასხმებისგან დასაცავად სამხედრო თვითმფრინავების ანგრებში განთავსება დაიწყო
ინფო 9·09:05

მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის თემა“ საქართველოს მიერ ეუთოს თავმჯდომარეობაზე გაკეთებულ განაცხადზე ისაუბრა

მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის თემა“ საქართველოს მიერ ეუთოს თავმჯდომარეობაზე გაკეთებულ განაცხადზე ისაუბრა
ინფო 9·08:57

მაკა ბოჭორიშვილი: თუკი რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯები და ვისი მხრიდან არის გადასადგმელი იმისათვის, რომ რაიმე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით

მაკა ბოჭორიშვილი: თუკი რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯები და ვისი მხრიდან არის გადასადგმელი იმისათვის, რომ რაიმე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.