ორიგინალი
ზურაბ პატარაძე: თურქეთის ელჩს განვუმარტე, რომ ქართული პოლიციის ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლის დაცვა ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა
ინფო 9·16:01

27 ნოემბერი, 2026 · 16:01

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა თურქი გულშემატკივრების მიმართ, მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, პროპორციული ქმედებები განახორციელეს“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან ​მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრაზე განაცხადა.

პატარაძის თქმით, აღნიშნული ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა.

„ელჩს ფაქტებზე დაყრდნობით განვუმარტე, რომ ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და სახელმწიფოს მხრიდან პროცესის სრული კონტროლი გახდა შესაძლებელი. ამ დროისთვის ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება“, – წერს ზურაბ პატარაძე.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ​მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. ზურაბ პატარაძის თქმით, თურქეთის ელჩს განუმარტა, რომ „ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, არაერთხელ და მიზანმიმართულად ესროლეს პოლიციას ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები.

სრული სტატია წყაროზეწყარო: info9.ge
  1. მთავარი
  2. ინფო 9
  3. ზურაბ პატარაძე: თურქეთის ელჩს განვუმარტე, რომ ქართული პოლიციის ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლის დაცვა ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა

თემა: თურქეთის

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • ფორმულა·15:08
    თურქეთის პარლამენტის სპიკერი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
  • პოსტივი·14:49
    აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არის შეხვდა, რომელთანაც დეტალურად განიხილა გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები
  • ამბები.ge·14:46
    აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არისს შეხვდა - რას წერს პატარაძე სოციალურ ქსელში?
  • რუსთავი 2·14:34
    "ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და პროცესის კონტროლი გახდა შესაძლებელი" - ზურაბ პატარაძემ თურქეთის ელჩთან ბათუმში განვითარებული მოვლენები განიხილა
თურქეთისსრულად

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინფო 9·16:30

რატი იონათამიშვილი: უკვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღიარებს, რომ USAID გამოიყენებოდა არა დემოკრატიების გასავრცელებლად სხვადასხვა ქვეყანაში, არამედ, პირიქით, ეროვნული დემოკრატიების დასამხობად

რატი იონათამიშვილი: უკვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღიარებს, რომ USAID გამოიყენებოდა არა დემოკრატიების გასავრცელებლად სხვადასხვა ქვეყანაში, არამედ, პირიქით, ეროვნული დემოკრატიების დასამხობად
ინფო 9·15:55

ევროკავშირი თავდაცვის ფონდის შექმნას გეგმავს

ევროკავშირი თავდაცვის ფონდის შექმნას გეგმავს
ინფო 9·15:50

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: 14 წელია, გვაბრალებენ პრორუსულობას და ერთი არგუმენტი ვერ მოიყვანა ვერავინ, თუ რით გაიზარდა რუსეთის გავლენები საქართველოში, ყველაფერი, რაც გააკეთეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, გააკეთეს რუსეთის სასარგებლოდ

ინფო 9·15:23

28 და 29 ნოემბერს ქორეოგრაფიის თეატრი „იმპულსი“ რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრთან თანამშრომლობით წარმოადგენს სპექტაკლის პრემიერას - „პროცესი“

28 და 29 ნოემბერს ქორეოგრაფიის თეატრი „იმპულსი“ რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრთან თანამშრომლობით წარმოადგენს სპექტაკლის პრემიერას - „პროცესი“
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.