ორიგინალი
ირაკლი კობახიძე - 2 წლის განმავლობაში გვაქვს ბევრად უფრო მშვიდი ვითარება, ეს არის ზუსტად ამ გადაწყვეტილების დამსახურება
ინფო იმერეთი·20:59

ირაკლი კობახიძე - 2 წლის განმავლობაში გვაქვს ბევრად უფრო მშვიდი ვითარება, ეს არის ზუსტად ამ გადაწყვეტილების დამსახურება

28 ნოემბერი, 2026 · 20:59

ჩვენ ვთქვით, რომ 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, რომ თუ ისინი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, იქვე მოვაწერდით ამას ხელს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ცხადი და მკაფიო იყო ეს განცხადება, თუმცა ამასაც მოჰყვა ზუსტად ისეთივე სიცრუეზე აგებული კამპანია, როგორც ე.წ. რუსულ კანონს.

"რაც შეეხება ჩვენი გადაწყვეტილების შინაარსს და საფუძველს. საფუძველი და მიზეზი იყო რა, რომ ჩვენ ვეღარ მივცემდით ევროპულ ბიუროკრატიას ევროინტეგრაციის თემის შანტაჟისთვის გამოყენების საშუალებას.

საშუალებას ვერ მივცემდით, რომ გამოეყენებინათ ეს თემა შანტაჟისთვის. ჯერ იყო კანდიდატის სტატუსი, რითაც წელიწად-ნახევარზე მეტი დაღალეს ეს ქვეყანა. ამას დაუკავშირეს რევოლუციის მცდელობები და შემდეგი იყო მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ჩვენ ვთქვით მარტივი რამ, რასაც ასევე მოჰყვა შეგნებულად დამახინჯებული ინტერპრეტაციები.

ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, 2028 წლამდე ისიც. ჩვენს განცხადებაში დავაკონკრეტეთ, რომ ჩვენი მიზანი იყო 2030 წლისთვის ქვეყნის გაწევრიანება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ და ამით მუდმივად ცდილობდნენ ქვეყანაში ვითარების არევას.

ჩვენ ვთქვით, რომ 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, რომ თუ ისინი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, იქვე მოვაწერდით ამას ხელს. ძალიან ცხადი და მკაფიო იყო ეს განცხადება, თუმცა ამასაც მოჰყვა ზუსტად ისეთივე სიცრუეზე აგებული კამპანია, როგორც ე.წ. რუსულ კანონს. სრულიად სამარცხვინო, სიცრუეზე აგებული კამპანია. ძალიან ბევრი ადამიანი ააღელვეს და ბევრი ადამიანი იყო გულწრფელად აღელვებული. თუმცა, ეს ყველაფერი იყო, სამწუხაროდ, კონკრეტული ადამიანების სიცრუეზე, ცრუ განცხადებებზე დაფუძნებული.

საბოლოო ჯამში, რა მიიღო ამ ყველაფრით ქვეყანამ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა 5-დღიანი ძალიან მძიმე მღელვარება, ხელისუფლების შეცვლის კიდევ ერთი ძალადობრივი მცდელობა, რომელიც ძალიან უხეში ფორმით იყო გამოხატული და ყველას მძიმედ გვახსოვს, ბუნებრივია, ეს 5 დღე, თუმცა ამ 5-მა დღემ შემდეგ მოგვცა ჩვენ ქვეყნის დამშვიდების საშუალება.

გადავიტანეთ ეს მძიმე 5 დღე, თუმცა, საბოლოო ჯამში, ის, რომ ჩვენ ამ 2 წლის განმავლობაში გვაქვს ბევრად უფრო მშვიდი ვითარება, ვიდრე იყო მანამდე. ეს არის ზუსტად ამ გადაწყვეტილების დამსახურება. შანტაჟისთვის ვეღარ გამოიყენება ევროინტეგრაციის საკითხი. ამ 2 წლის განმავლობაში სწორედ ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა.

შუალედში იყო ძალადობრივი რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა, ზუსტად შარშან ამ დროს, ოქტომბერში, 4 ოქტომბრის ცნობილი მცდელობა, რასაც სახელმწიფომ ასევე საკადრისი პასუხი გასცა. თუმცა, მთლიანობაში რომ ავიღოთ ბოლო 2 წელი, ეს ორი წელი იყო ბევრად უფრო მშვიდი, ვიდრე 2020, 2021, 2022, 2023, 2024 წლის პერიოდი. ქვეყნის დამშვიდება იყო ჩვენი ამოცანა, შანტაჟის შესაძლებლობის არმიცემა იყო ჩვენი ამოცანა და ორწლიანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ჩვენმა ნაბიჯმა გაამართლა და ჩვენ მივიღეთ ეს შედეგი“, - განაცხადა კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: infoimereti.ge
  1. მთავარი
  2. ინფო იმერეთი
  3. ირაკლი კობახიძე - 2 წლის განმავლობაში გვაქვს ბევრად უფრო მშვიდი ვითარება, ეს არის ზუსტად ამ გადაწყვეტილების დამსახურება

თემა: კობახიძე

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 168 სტატია.

  • ფორმულა·15:17
    კობახიძე: გულდასაწყვეტია, რომ გულშემატკივარმა ასეთ შეთავაზებას არასწორი ქმედებით უპასუხა
  • ტვ პირველი·13:07
    უნდა ვანახოთ მსოფლიოს, რომ ორი წლის წინ კობახიძის ნათქვამი ხალხის ნება არ არის - შუქრი ბურჭულაძე
  • პალიტრა ნიუსი·12:59
    „დაასახელონ, ვინ ისროდა მოლოტოვის კოქტეილებს“ - ირაკლი კობახიძე ბრიუსელის კრიტიკას პასუხობს
  • რუსთავი 2·10:08
    ირაკლი კობახიძე: USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამოქვეყნდა
კობახიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინფო იმერეთი·19:38

თერჯოლაში კაცს, რომელმაც მამა მოკლა და სახლში ხანძარი გააჩინა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

თერჯოლაში კაცს, რომელმაც მამა მოკლა და სახლში ხანძარი გააჩინა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
ინფო იმერეთი·16:02

პაპუნა ჯანელიძე - გაუგებარია საით მივდივართ, რა ქვეყანას ვაშენებთ, რა ღირებულებებს ვიცავთ და რას ვუტოვებთ მომავალ თაობას

პაპუნა ჯანელიძე - გაუგებარია საით მივდივართ, რა ქვეყანას ვაშენებთ, რა ღირებულებებს ვიცავთ და რას ვუტოვებთ მომავალ თაობას
ინფო იმერეთი·15:31

ქუთაისში "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" დაარსების ერთი წლის იუბილე აღნიშნა

ქუთაისში "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" დაარსების ერთი წლის იუბილე აღნიშნა
ინფო იმერეთი·23:54

როგორი ამინდი იქნება 28 ნოემბერს იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

როგორი ამინდი იქნება 28 ნოემბერს იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.