ორიგინალი
სუს-ის უფროსი - 2025 წელს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა თავიდან იქნა აცილებული - გამოვლინდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობაში ჩართული პირები, რომლებიც ატარებდნენ აგენტურულ შეხვედრებს
ინტერპრესნიუსი·19:21

სუს-ის უფროსი - 2025 წელს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა თავიდან იქნა აცილებული - გამოვლინდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობაში ჩართული პირები, რომლებიც ატარებდნენ აგენტურულ შეხვედრებს

25 ნოემბერი, 2026 · 19:21

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

სუს-ის თანახმად, მოხსენებისას მან დეტალურად მიმოიხილა გასულ წელს სახელმწიფო უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეები, მათი პრევენციისა და აღკვეთის მიზნით გატარებული კომპლექსური ღონისძიებები და პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

სამსახურის უფროსის თქმით, 2025 წელს მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა და ეს წელი გამოწვევებით სავსე იყო საქართველოსთვისაც, რადგან ქვეყნის წინაშე მწვავედ იდგა როგორც შიდა, ისე საგარეო საფრთხეები, მათ შორის იყო დესტაბილიზაციის არაერთი მცდელობა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული რეგიონებიდან მომდინარე გამოწვევებსა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე. მისი თქმით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად კვლავ რჩება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

როგორც თამაზ ბორაშვილმა აღნიშნა, 2025 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა ე.წ. საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანიების მონიტორინგს.

„ანგარიშის წარდგენისას თამაზ ბორაშვილმა გაიხსენა 2025 წლის ოქტომბრის მოვლენები, როდესაც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ცალკეული ჯგუფები, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით, ქვეყანაში სამოქალაქო არეულობასა და დესტაბილიზაციას გეგმავდნენ. სხვა ძალოვან უწყებებთან კოორდინაციით კი, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა თავიდან იქნა აცილებული”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სამსახურის უფროსმა დეპუტატებს გააცნო კონტრდაზვერვითი და კონტრტერორისტული საქმიანობის, ასევე, კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შედეგები.

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, გამოვლენილ იქნა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობაში ჩართული პირები, რომლებიც საქართველოში ატარებდნენ ოპერატიულ და აგენტურულ შეხვედრებს”, - აღნიშნა ბორაშვილმა.

თამაზ ბორაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის კვლავ გამოწვევად რჩება ტერორისტული საფრთხეები, თუმცა, ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით საქართველო დაბალი რისკის სახელმწიფოს წარმოადგენს.

სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა უწყებაში განხორციელებულ სტრუქტურულ და ინსტიტუციურ ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება.

მისი განცხადებით, საანგარიშო წელს საქართველოს დაზვერვის სამსახური გარდაიქმნა სამსახურის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - დაზვერვის სააგენტოდ.

ასევე, 2025 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამსახურის სასწავლო ცენტრის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად - სსიპ ,,სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად“ გარდაქმნის შესახებ.

მოხსენების წარდგენისას სამსახურის უფროსმა ისაუბრა უწყების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებასა და თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

გამოსვლის დასასრულს, თამაზ ბორაშვილმა თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და იმ ძალისხმევისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად იჩენენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გამოსვლამდე, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე, აღნიშნული ანგარიშის მოკლე მიმოხილვა სამსახურის უფროსის მოადგილემ დავით არჩვაძემ წარადგინა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: interpressnews.ge
  1. მთავარი
  2. ინტერპრესნიუსი
  3. სუს-ის უფროსი - 2025 წელს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა თავიდან იქნა აცილებული - გამოვლინდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობაში ჩართული პირები, რომლებიც ატარებდნენ აგენტურულ შეხვედრებს

თემა: ხელისუფლების

ამ თემას 7 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • იმედი·19:48
    „ცუდი სუნი ასდის იმას, რაც დღეს რუსეთთან მიმართებით მზადდება, არ მესმის, რატომ ვგზავნით სამხედროებს უკრაინაში მაშინ, როცა ეს ჩვენი ომი არ არის“ - ტედი რინერი საფრანგეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის და უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს
  • ნეტგაზეთი·18:32
    ხელისუფლება ადასტურებს, რომ რეპრესიული მანქანის მმართველია — ღარიბაშვილი ციხიდან
  • რუსთავი 2·15:36
    რითაც ამაყობდნენ, რომ რევოლუციური სცენარით მოვიდნენ ხელისუფლებაში, თურმე ეს მათ კი არა, პირდაპირ რუსეთის სახელმწიფოს ჩარევით, მათი ხელდასხმით ყოფილა მომხდარი - ალუდა ღუდუშაური სააკაშვილის განცხადებაზე
  • ტვ პირველი·15:26
    მაჭავარიანი სისტემური კორუფციის შესახებ ოპოზიციის ბრალდებებს არ იზიარებს და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს
ხელისუფლების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინტერპრესნიუსი·20:47

ნინო სულაძე - რუსთავის 2027 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში კენჭისყრაში მონაწილეობა არ მივიღე, რადგან წარმოდგენილი ბიუჯეტი არ ასახავს ქალაქის მოსახლეობის რეალურ საჭიროებებსა და სოციალურ პრიორიტეტებს

ნინო სულაძე - რუსთავის 2027 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში კენჭისყრაში მონაწილეობა არ მივიღე, რადგან წარმოდგენილი ბიუჯეტი არ ასახავს ქალაქის მოსახლეობის რეალურ საჭიროებებსა და სოციალურ პრიორიტეტებს
ინტერპრესნიუსი·20:30

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კომპანია „ავტობანთან“ პარტნიორობით, ინოვაციური სასწავლო სივრცე გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კომპანია „ავტობანთან“ პარტნიორობით, ინოვაციური სასწავლო სივრცე გაიხსნა
ინტერპრესნიუსი·20:20

ლანა გალდავა - თორნიკე რაზმაძის მიმართ მორალური განადგურების პროცესი მიდის, დანაშაულის ნიშნები სახეზეა - თუ საგამოძიებო უწყებას პრეტენზია აქვს დამოუკიდებლობაზე, უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეს საკითხების შესწავლა

ლანა გალდავა - თორნიკე რაზმაძის მიმართ მორალური განადგურების პროცესი მიდის, დანაშაულის ნიშნები სახეზეა - თუ საგამოძიებო უწყებას პრეტენზია აქვს დამოუკიდებლობაზე, უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეს საკითხების შესწავლა
ინტერპრესნიუსი·19:57

საავტომობილო გზების დეპარტამენტი უამინდობისა და თოვის გამო გარკვეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი უამინდობისა და თოვის გამო გარკვეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.