ორიგინალი
ხელისუფლება ადასტურებს, რომ რეპრესიული მანქანის მმართველია — ღარიბაშვილი ციხიდან
ნეტგაზეთი·18:32

ხელისუფლება ადასტურებს, რომ რეპრესიული მანქანის მმართველია — ღარიბაშვილი ციხიდან

25 ნოემბერი, 2026 · 18:32

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ახალ წერილს ავრცელებს, რომელშიც ეხმაურება პროკურორების მასთან „გასაუბრების“ მიზნით შეგზავნას.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე პროკურატურას გამოძიება უნდა დაეწყო, მაგრამ ამაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ 16 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებების გამო ღარიბაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ გამოძიება არ დაიწყებოდა, ვინაიდან მათ განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავდა დანაშაულზე კონკრეტულ ინფორმაციას. უწყებაში ისიც თქვეს, რომ ღარიბაშვილს გამომძიებელი ციხეში შეხვდა „გასაუბრების მიზნით“, თუმცა ყოფილმა პრემიერმა მასთან საუბარზე უარი განაცხადა.

„ხელისუფლების მიერ ციხეში პროკურორების „გასაუბრების“ მიზნით შემოგზავნა და გამოძიების დაწყებაზე უარის თქმა წარმოადგენს ჩემ წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური, რეპრესიული და პუნქტობრივად ინსცენირებული პროცესის კიდევ ერთ კლასიკურ სამართლებრივ დასტურს. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავად არის რეპრესიული მანქანის მმართველი და ამიტომ საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოძიებას ვერ დაიწყებდა. ამავდროულად, ობიექტური გამოძიება პირდაპირ ურტყამდა და აცამტვერებდა ჩემ მიმართ წარდგენილ ბრალდებას“, — წერს ღარიბაშვილი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხსნის, რატომ თქვა უარი გამომძიებელთან „გასაუბრებაზე“.

„ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ინსტიტუციური მანიპულაცია და ფორმალური მიდგომა. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით, წამების ან უფლებების სერიოზული დარღვევის ფაქტზე სახელმწიფოს აკისრია გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების პოზიტიური და შეუქცევადი ვალდებულება. პროკურატურის მცდელობა, კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებები და ოფიციალური გამოძიება გაურკვეველი ფორმატის „გასაუბრებით“ ჩაენაცვლებინა, სრული სამართლებრივი აბსურდია, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი „გასაუბრებას“ საპროცესო მოქმედებად არ ითვალისწინებს. მას არ აქვს იურიდიული ძალა, არ იძლევა მტკიცებულებათა მოპოვების, დოკუმენტირებისა და საქმეზე დართვის გარანტიას და ემსახურება ერთადერთ მიზანს — შექმნას ილუზია, თითქოს უწყება „ინტერესდებოდა“ ფაქტით. სწორედ ამიტომ, ციხეში პროკურორების შემოგზავნა „გასაუბრებისთვის“ ემსახურებოდა არა ჭეშმარიტების დადგენას, არამედ მანიპულაციასა და პროპაგანდისტულ მანევრს იმის სათქმელად, რომ „პროკურატურა შეეცადა ღარიბაშვილთან გასაუბრებას, მაგრამ მან უარი განაცხადა“. ეს კლასიკური პოლიტიკური პროპაგანდისტული ხაფანგია. კერძოდ, მსხვერპლს აბრალებენ თანამშრომლობაზე უარის თქმას, რათა შემდეგ ოფიციალურად განაცხადონ, რომ „ჩვენ ვცადეთ გამოძიება, მაგრამ თავად არ ითანამშრომლა“. ამ დროს ჩვენ უარი ვთქვით „გასაუბრებაზე“ და მოვითხოვეთ ოფიციალური გამოძიების დაწყება. ეს იმავე დღეს პროკურატურაში ოფიციალური განცხადების შეტანით დავადასტურეთ. განცხადებაში გარკვევით დავწერე, რომ მზად ვიყავი დეტალური ჩვენების მისაცემად და სათანადო მტკიცებულებების წარმოსადგენად. პროკურატურის განცხადებაში მკაფიოდ გამოჩნდა მტკიცებულებათა შეფასების ორმაგი სტანდარტი. პროკურატურამ განაცხადა, რომ ჩემი და ადვოკატის განცხადებები „ზოგადი იყო და არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს“. ამავე დროს, თავად პროკურატურა ჩემ წინააღმდეგ შეკერილ ქრთამის საქმეს აფუძნებს საპროცესო გარიგებით „ნაყიდი“ ორი მოწმის (მძევლების) [ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, გულისხმობს ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს] აბსოლუტურად ჰაერიდან აღებულ ზოგად სიტყვებს, რომლებსაც მატერიალური კვალი არ ამყარებს, ხოლო ციხეში ჩემ წინააღმდეგ განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებზე გამოძიების დაწყებაზე უარს აცხადებს. ეს აჩვენებს მართლმსაჯულების სრულ შერჩევითობასა და მანიპულაციურ ბუნებას. დასკვნის სახით კიდევ ერთხელ შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის სისტემური დანაშაული, როდესაც ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და საპროცესო გარიგებას დათანხმდება, ან ახალი ბრალით გაანადგურებენ. ხოლო ხელისუფლება რეაგირების ნაცვლად ამ პროცესს მფარველობს, სახეზეა სახელმწიფო დონეზე ჩადენილი დანაშაული“, — წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

„ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერსა და ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს 24 აგვისტოს წარუდგინეს ახალი ბრალდება – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღება. ის ბრალს არ აღიარებს.

პროკურატურის თანახმად, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით აიღო 750 ათასი ლარი. მას ეს ფული უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა. მუხლი, რომლითაც მას ბრალი წარუდგინეს, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პატიმრობაში მყოფი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი 17 აგვისტოს შემდეგ სოციალურ ქსელში წერილებს ავრცელებს. მისი მტკიცებით, „იძულებულს ხდიან“, რომ ბრძოლა დაიწყოს.

ღარიბაშვილს განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს სხვა საქმეზე – დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციაზე. ამ საქმეზე მას ბრალი აღიარებული აქვს და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5-წლიან პატიმრობაშია.

სრული სტატია წყაროზეწყარო: netgazeti.ge
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ხელისუფლება ადასტურებს, რომ რეპრესიული მანქანის მმართველია — ღარიბაშვილი ციხიდან

თემა: ხელისუფლების

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 92 სტატია.

  • რუსთავი 2·18:37
    ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ძალადობას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას
  • BM.GE·18:18
    საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტის რეზოლუციას აკრიტიკებს
  • იმედი·16:53
    ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა მართლაც ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ძალადობას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას
  • აჭარის ტელევიზია·16:52
    ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას
ხელისუფლების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნეტგაზეთი·19:10

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს
ნეტგაზეთი·18:23

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
ნეტგაზეთი·18:12

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა
ნეტგაზეთი·18:11

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.