ორიგინალი
რასა იუკნევიჩიენე - შაბათს 2 წელი გახდება, რაც ქართველები გამოდიან პროტესტზე ევროპული მომავლისთვის - მოდით, ჩვენც ასეთივე ჯიუტები ვიყოთ და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე
ინტერპრესნიუსი·23:06

25 ნოემბერი, 2026 · 23:06

შაბათს 2 წელი გახდება, რაც ქართველები ყოველდღიურად გამოდიან პროტესტზე თავიანთი ევროპული მომავლისთვის. მოდით, ჩვენც ისეთივე ჯიუტები ვიყოთ, როგორც ისინი და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე. ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში “პაატა ბურჭულაძის საქმე და “ქართული ოცნების” რეჟიმის პოლიტპატიმრები” თემაზე გამართულ დებატებზე განაცხადა.

ევროპარლამენტარმა საქართველოში დაკავებული პირების, მათ შორის 71 წლის საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის პატიმრობასა და საპატიმროებში არსებულ პირობებზე ისაუბრა.

იუკნევიჩიენე ევროკავშირს იმ პირების დასანქცირებისკენ მოუწოდებს, ვინც, მისი შეფასებით, ქვეყნის ევროპული მომავლის შეფერხებაზეა პასუხისმგებელი.

“პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი დიადი ხმაა. დღეს ის 71 წლისაა და ციხეშია. შვიდი წელი აქვს მისჯილი ქართველ ხალხთან ერთად დგომისთვის. ის მარტო არაა.

გასულ კვირას ქართველი პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს შევხვდი. მათ ციხის საშინელი პირობების შესახებ გვითხრეს. დღეს ნინი მანჯგალაძეს შევხვდი, რომლის მამაც ბურჭულაძესთან ერთად გაასამართლეს. ნინი დღეს აქ არის ჩვენთან.

მან გვითხრა, რომ მამამისი 16 კვადრატული მეტრის საკანში ხუთ სხვა პატიმართან ერთად იმყოფება. მან მესიჯი გამოგვიგზავნა ციხიდან: “ევროპა საქართველოს სახლია”. მან ასევე, მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს მათი მხარდაჭერისთვის, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან.

ბევრი სხვა პატიმარი ახალგაზრდაა, რომელთა ნასამართლეობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მათ მთელს ცხოვრებაზე და გაურთულოს სწავლა და სამსახურის პოვნა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ.

ამ შაბათს 2 წელი გახდება, რაც ქართველები ყოველდღიურად გამოდიან პროტესტზე თავიანთი ევროპული მომავლისთვის. მოდით, ჩვენც ისეთივე ჯიუტები ვიყოთ, როგორც ისინი და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: interpressnews.ge
  1. მთავარი
  2. ინტერპრესნიუსი
  3. რასა იუკნევიჩიენე - შაბათს 2 წელი გახდება, რაც ქართველები გამოდიან პროტესტზე ევროპული მომავლისთვის - მოდით, ჩვენც ასეთივე ჯიუტები ვიყოთ და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე

თემა: სანქციების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • იმედი·19:35
    Euronews: სერბეთის ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტს არ დაესწრება - მოსალოდნელია, რომ ბელგრადი არც სამიტის დეკლარაციას მოაწერს ხელს, რაც კვლავ ღიად ტოვებს კითხვას, დაუახლოვდება თუ არა სერბეთის მომავალი მთავრობა ბლოკის საგარეო პოლიტიკას, მათ შორის რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და კოსოვოს საკითხებში
  • ტვ პირველი·18:55
    ევროპარლამენტარი: კვლავ ვახდენთ ზეწოლას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე და ვითხოვთ სანქციების დაწესებას ("ოცნების" მიმართ)
  • სივილ ჯორჯია·13:07
    ევროკომისია სანქციების სიიდან ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოღებას ვარაუდობს
  • BM.GE·19:28
    ეკონომიკური გათვლა თუ სანქციების შიში?|რომან გოცირიძე სებ-ის რეზერვების მართვის პოლიტიკას აფასებს
სანქციების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინტერპრესნიუსი·23:46

ევროკომისარი - გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებისთვის მოწოდებას, შეაბრუნონ ანტიდემოკრატიული ზომები, გაათავისუფლონ ყველა უკანონოდ დაკავებული და აზრიან დიალოგში ჩაერთონ ყველა პოლიტიკურ მხარესთან

ევროკომისარი - გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებისთვის მოწოდებას, შეაბრუნონ ანტიდემოკრატიული ზომები, გაათავისუფლონ ყველა უკანონოდ დაკავებული და აზრიან დიალოგში ჩაერთონ ყველა პოლიტიკურ მხარესთან
ინტერპრესნიუსი·23:34

მიხალ შჩერბა - დღეს საქართველოში პროევროპელობა შესაძლოა ციხეში მოხვედრის მიზეზი გახდეს - ევროპულ არასამთავრობო ორგანიზაციებს დევნიან, როდესაც ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ დაკავშირებული ორგანიზაციები თავისუფლად ფუნქციონირებენ

ინტერპრესნიუსი·23:27

სანჩეს ამორი - ჩვენ საჩუქრები გავეცით და შემდეგ ნათელი, ავტორიტარული, პრორუსული უკუსვლა დავინახეთ, სანქციების კალათა გვჭირდება, ოლიგარქების წინააღმდეგ საქართველოში - უნდა გავასაჯაროოთ მთავრობები, რომლებიც უარს ამბობენ ამის მხარდაჭერაზე

სანჩეს ამორი - ჩვენ საჩუქრები გავეცით და შემდეგ ნათელი, ავტორიტარული, პრორუსული უკუსვლა დავინახეთ, სანქციების კალათა გვჭირდება, ოლიგარქების წინააღმდეგ საქართველოში - უნდა გავასაჯაროოთ მთავრობები, რომლებიც უარს ამბობენ ამის მხარდაჭერაზე
ინტერპრესნიუსი·23:06

რასა იუკნევიჩიენე - შაბათს 2 წელი გახდება, რაც ქართველები გამოდიან პროტესტზე ევროპული მომავლისთვის - მოდით, ჩვენც ასეთივე ჯიუტები ვიყოთ და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე

რასა იუკნევიჩიენე - შაბათს 2 წელი გახდება, რაც ქართველები გამოდიან პროტესტზე ევროპული მომავლისთვის - მოდით, ჩვენც ასეთივე ჯიუტები ვიყოთ და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.