ორიგინალი
გრიგოლ გეგელია - მოსკოვში ქართული დროშის ფრიალი არის სრული ნონსენსი, მაგრამ თბილისში ფრიალებს რუსული დროშა კობახიძის სახით
ინტერპრესნიუსი·21:47

გრიგოლ გეგელია - მოსკოვში ქართული დროშის ფრიალი არის სრული ნონსენსი, მაგრამ თბილისში ფრიალებს რუსული დროშა კობახიძის სახით

26 ნოემბერი, 2026 · 21:47

მოსკოვში ქართული დროშის ფრიალი არის სრული ნონსენსი, მაგრამ თბილისში ფრიალებს რუსული დროშა კობახიძის სახით,- ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად: „მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა“.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრა გაიმართა იმ პირობებში, როდესაც რუსეთს არ შეუცვლია იოტისოდენადაც კი საკუთარი ტრადიციული პოზიციები საქართველოსთან მიმართებით.

„დღეს საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია რუსული რეჟიმი და საქართველოს კანცელარიაში უმაღლეს დონეზე. ამ რეჟიმს ფარდა ჩამოეხსნა სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, მანამდე ახერხებდნენ გარკვეული ფასადი შეექმნათ, მაგრამ როგორც კი ისტორიის ქალღმერთმა გადმოწია დრო, ყველაფერი ლუსტრირდა.

რეალურად, ქართული დროშის მოსკოვში აფრიალება მაცდურად ჟღერს, მაგრამ რა არის კონტექსტი, რა ვითარებაში? როდესაც ოკუპაციის დილემა დგას, რუსეთს არ შეუცვლია იოტისოდენადაც კი საკუთარი ტრადიციული პოზიციები საქართველოსთან მიმართებით. მე რომ დავინახო განსხვავება, რომ რაიმე შანსი არსებობს, მეც ვემხრობი ეგეთ საუბარს, მაგრამ არაფერი განსხვავებული არ არის. ეს ძალა არის ოკუპანტი და თუ რაიმე განსხვავებაა, გაუარესებაა. პირველად ისტორიაში, ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტად რუსეთის მოქალაქე დანიშნეს. ყველა ასპექტი გაუარესებულია და ასეთ ვითარებაში რაიმე ახალი საფუძველი გაგვაჩნია? რამე მოხდა სასიკეთო, რის გამოც შეიძლება ასეთი ტიპის პირისპირ მარტო დარჩენა რეკომენდებული იყოს?“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გრიგოლ გეგელიას თქმით, გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრა „არის მცდელობა საქართველოს კაპიტულაციის ახალი ფაზის წამოწყებისა“.

„როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი ჩადის მინსკში, ნაცვლად პრაღისა, ეს არის განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქში, რომელიც ღიად არის აფილირებული რუსეთთან, შენ მიდიხარ გეოპოლიტიკაზე და რეგიონულ უსაფრთხოებაზე სასაუბროდ, ეს უკვე პრობლემურია. როდესაც არცერთი ნეიტრალური მხარე არ არის წარმოდგენილი, არც აშშ, არც გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, როდესაც მრავალმხრივი არ არის ფორმატი, პირისპირ ჯდები და არაფორმალური რასაც ექვა, იმ საუბარს აქცევ ფორმალურ საუბრად, ეს უკვე სხვა ფაზაში გადასვლაა, ამას ჰქვია ორმხრივი ოფიციალური მოლაპარაკებები. ეს ის არაა, რისთვისაც თავის დროზე ეს ფორმატი შეიქმნა, პირველად აბაშიძე-კარასინის ფორმატი რომ ერქვა, ახლა უკვე ზურაბაშვილი - გალუზინი რომ ჰქვია.ეს არ არის არაფორმალური საუბრების ჩარჩო, არამედ ყველაფერი კეთება იმისთვის, სახელმწიფო დროშების დონეზე, ოფიციალურად წარმოებული იყოს ორმხრივ, პირისპირი საუბრები რუსეთთან. თან ეს იმ კონტექსტში კეთება, როდესაც პარალელურად ყველა დასავლელ პარტნიორთან გაანადგურეს ურთიერთობები, ფაქტობრივად გამოაცხადეს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა არის შეცვლილი, აღარ მიემართება ევროპული კავშირისკენ, არის გადამტერებული ყველა ძირითად პარტნიორთან“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ზურაბაშვილი-გალუზინის ფორმატზე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის და პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებები არის „ძალიან არეული, აჭრილი, ჩამოუყალიბებელი“

„სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე ვერც თავი და ვერც ბოლო ამ ინტერვიუსი, თუმცა თუ წაიკითხავ კობახიძისა და პაპუაშვილის ყველა განცხადებას, რაც დღეს გააკეთეს, იქ დაინახავ, ძალიან ფუნდამენტურ დაბნეულობას და დაინახავ, რომ ისინი არ არიან ერთ ხაზზე ჩამოყალიბებული. როგორც ჩანს რუსეთისგან იღებენ ისეთი ტიპის მოთხოვნებს, რაზეც ღიად ვერ ლაპარაკობენ, მათი შესრულება შეუქმნის ეგზისტენციალურ საფრთხეს ამ ქვეყანაში, საიდანაც ხალხი არასად არ წასულა. რაღაცებს ლამაზად რომ ფუთავენ და ვიღაცებს თვალს უხვევენ, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში უმრავლესობა სხვა აზრზეა, საქართველოს უმრავლესობა არის ანტირუსული. მათ რეალურად ეშინიათ საკუთარი ხალხის. უნდათ, რომ რუსეთთან პოლიტიკური ფლირტი განაგრძონ, მაგრამ ეძებენ [შესაბამის] სამუშაო რეჟიმს, რომელშიც თან თავის პრორუსულობას გაამყარებენ. ბიძინა ივანიშვილს ეშინია რუსეთის, რომ შეიძლება ერთ დღეს დალიოს ჩაი და ჩაიში აღმოჩნდეს პოლონიუმი. მას ეშინია, რომ რუსეთს თუ არ დააკმაყოფილებს, ეგზისტენციალური საფრთხე შეექმნება და ამიტომ მზადაა, ივაჭროს ეროვნული ინტერესებით“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: interpressnews.ge
  1. მთავარი
  2. ინტერპრესნიუსი
  3. გრიგოლ გეგელია - მოსკოვში ქართული დროშის ფრიალი არის სრული ნონსენსი, მაგრამ თბილისში ფრიალებს რუსული დროშა კობახიძის სახით

თემა: თბილისში

ამ თემას 28 ქართული წყარო აშუქებს — სულ 206 სტატია.

  • რადიო თავისუფლება·23:40
    უკმაყოფილება ერთი კვირის შემდეგ - თბილისმა "დიპ სტეიტი" მოსკოვშიც დაინახა
  • რუსთავი 2·21:51
    შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობა და აბსურდული მოთხოვნები - ევროპარლამენტის რეზოლუციას თბილისში ევროკავშირთან ურთიერთობების დაზიანებისა და დესტრუქციის ნაწილად აფასებენ
  • აჭარის ტელევიზია·20:47
    თბილისის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ნაწილისთვის განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვის ფარგლებში, კომპანია იგლ ჰილს მასშტაბური პროექტი განიხილეს
  • ფორმულა·20:44
    კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკში შეხვედრამდე თბილისში იური ბალაშოვი იმყოფებოდა
თბილისშიკობახიძერუსული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინტერპრესნიუსი·00:14

თურქეთის სპორტის მინისტრი - მტკიცედ ვგმობ საქართველოში ჩვენი „ბეშიქთაშის” გულშემატკივრების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ არაპროპორციულ ჩარევას

თურქეთის სპორტის მინისტრი - მტკიცედ ვგმობ საქართველოში ჩვენი „ბეშიქთაშის” გულშემატკივრების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ არაპროპორციულ ჩარევას
ინტერპრესნიუსი·00:05

კოტე კემულარია ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე - თავშივე ტოქსიკური გახდა, ორივე მხარე უკმაყოფილოა, გაოგნებულია, გაბრაზებულია და შეურაცხყოფებზეა გადასული - პერსპექტივას, რომ შეხვედრები გაგრძელდება უახლოეს მომავალში, ვერ ვხედავ

კოტე კემულარია ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე - თავშივე ტოქსიკური გახდა, ორივე მხარე უკმაყოფილოა, გაოგნებულია, გაბრაზებულია და შეურაცხყოფებზეა გადასული - პერსპექტივას, რომ შეხვედრები გაგრძელდება უახლოეს მომავალში, ვერ ვხედავ
ინტერპრესნიუსი·00:00

არსებული ინფორმაციით, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა

არსებული ინფორმაციით, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა
ინტერპრესნიუსი·22:59

ბათუმში,„ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას, სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს

ბათუმში,„ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას, სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.