იყიდე ახლა, გადაიხადე შემდეგ: როგორ გვეხმარება Wildberries-ის ეტაპობრივი გადახდის სერვისი ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვაში
დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად ხარჯები ტრადიციულად იზრდება: საჩუქრები, ზამთრის ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა და სხვა დაგეგმილი შენაძენები - ამ ყველაფრის შეძენა თითქმის ერთდროულად გვიწევს.
Wildberries-ზე სადღესასწაულო შოპინგი ეტაპობრივი გადახდის სერვისის დახმარებით კიდევ უფრო მოქნილი და კომფორტულია. სერვისი საშუალებას გაძლევთ, სასურველი პროდუქცია ახლავე მიიღოთ, ხარჯები კი დროში გადაანაწილოთ, თანხის სრულად, ერთჯერადად გადახდის აუცილებლობის გარეშე.
ყველაფერი ონლაინ ფორმდება
გადახდის დამატებითი მეთოდის ცალკე გააქტიურება საჭირო არ არის. Wildberries-ზე შეკვეთის გაფორმებისას საკმარისია, კალათაში აირჩიოთ ეტაპობრივი გადახდის მეთოდი.
მთელი პროცესი ონლაინ მიმდინარეობს - ოფისში ვიზიტის, დამატებითი დოკუმენტაციისა და რთული პროცედურების გარეშე.
თანხის პირველი ნაწილის გადახდა შესაძლებელია როგორც შეკვეთის გაფორმებისას, ისე პროდუქციის მიღებისას. ხოლო დარჩენილი თანხის დაფარვა - 45 დღის განმავლობაში, თქვენთვის მოსახერხებელ დროს შეგიძლიათ.
მარტივი და გამჭვირვალე პირობები დამატებითი საკომისიოს გარეშე
ეტაპობრივი გადახდის სერვისით სარგებლობისას შეკვეთის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს შეადგენს.
ამასთან, სერვისით სარგებლობა არ ითვალისწინებს დამატებით გადასახადს ან საკომისიოს. მომხმარებელი წინასწარ ეცნობა გადახდის პირობებს და შეუძლია ხარჯები საკუთარი ბიუჯეტის შესაბამისად გადაანაწილოს.
პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებელს მისთვის გადახდილი თანხა სრულად უბრუნდება.
განსაკუთრებით კომფორტული წინასაახალწლო პერიოდში
გადახდის ამ ფორმატის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ აღარ გიწევთ დაგეგმილი შენაძენის გადადება მხოლოდ იმიტომ, რომ კონკრეტულ მომენტში მისი ღირებულების სრულად გადახდა არ გსურთ ან არ შეგიძლიათ.
მაგალითად, შეგიძლიათ წინასწარ შეუკვეთოთ საჩუქრები, ზამთრის ტანსაცმელი, ტექნიკა ან საყოფაცხოვრებო ნივთები, მიიღოთ ისინი ახლავე, გადასახდელი თანხის გადახდა კი გადაანაწილოთ.
ეს განსაკუთრებით აქტუალურია სეზონური ფასდაკლებების პერიოდში. ამჟამად Wildberries-ზე ცალკეულ პროდუქტებზე 90%-მდე ფასდაკლება მოქმედებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მომგებიანი შეთავაზებებით დღესვე ისარგებლოს და თანხის ერთჯერადად გადახდით ოჯახის ბიუჯეტი არ გადატვირთოს.
Wildberries-ის ეტაპობრივი გადახდის სერვისი ონლაინშოპინგს კიდევ უფრო მოქნილსა და კომფორტულს ხდის: მიიღეთ სასურველი პროდუქცია ახლავე, ისარგებლეთ 90%-მდე ფასდაკლებით და გადაანაწილეთ ხარჯები თქვენთვის მოსახერხებელ პერიოდზე - მარტივად, უშუალოდ შეკვეთის გაფორმებისას.
