ორიგინალი
მედია - ირანმა აშშ-ის ძალებზე თავდასხმებისას Starlink-ი გამოიყენა
ინტერპრესნიუსი·11:59

მედია - ირანმა აშშ-ის ძალებზე თავდასხმებისას Starlink-ი გამოიყენა

29 ნოემბერი, 2026 · 11:59

ირანმა აშშ-ის ძალებზე თავდასხმებისას კომპანია SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტსერვისი Starlink-ი გამოიყენა.

The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა უკიდურესი აღშფოთება გამოხატა, როდესაც შეიტყო Starlink-ის არასანქცირებული გამოყენების ორი შემთხვევის შესახებ, რომლებიც, მისი გუნდის შეფასებით, ირანის მიერ აშშ-ის ძალების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს უკავშირდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მასკს ასევე აცნობეს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ერთჯერადი მოქმედების დრონებს Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის - მეშვეობით იყენებდნენ, თუმცა უფრო იაფი ტარიფით, რომელიც სახმელეთო ოპერაციებისთვის არის განკუთვნილი.

The Washington Post-ის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, პიტ ჰეგსეთს საიდუმლო ანგარიში წარუდგინეს, რომელშიც ირანის სამხედრო ძალების მიერ Starlink-ის გამოყენება იყო აღწერილი.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა Reuters-ს განუცხადა, რომ „არ ფლობს ინფორმაციას თავდაცვის უწყებისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით წარდგენილი ანგარიშის შესახებ“.

ირანის ხელისუფლება არეულობის პერიოდებში მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომას უზღუდავდა, მათ შორის იანვარში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს, რომლებსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შემდეგ აშშ-ის მთავრობამ ირანში Starlink-ის ათასობით ტერმინალი ფარულად შეიტანა.

Starlink-ს ირანში ოპერირების ლიცენზია არ აქვს, თუმცა მასკმა ადრე განაცხადა, რომ ეს სერვისი ქვეყანაში ხელმისაწვდომია.

სრული სტატია წყაროზეწყარო: interpressnews.ge
  1. მთავარი
  2. ინტერპრესნიუსი
  3. მედია - ირანმა აშშ-ის ძალებზე თავდასხმებისას Starlink-ი გამოიყენა

თემა: მედია

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 82 სტატია.

  • რუსთავი 2·13:17
    მედია: ირანმა აშშ-ის სამხედრო ძალებზე თავდასხმებისთვის Starlink-ის სისტემა გამოიყენა
  • იმედი·12:32
    ჟორჟოლიანი ბოკერიაზე: დღეს, როცა ოპოზიციურ მედიას თავს ესხმიან, იცოდეთ, 2012 წლამდე ტელევიზიებში დაბლოკვებზე პასუხისმგებელი სწორედ გიგა იყო
  • აჭარის ტელევიზია·12:16
    მედიის ინფორმაციით, ტირანაში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების დროს 35 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები და პოლიციელები
  • პალიტრა ნიუსი·12:05
    მედია - ირანმა აშშ-ის ძალებზე თავდასხმებისას Starlink-ი გამოიყენა
მედია

ტექსტის ზომა

გაზიარება

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.