ორიგინალი
მედია: ირანმა აშშ-ის სამხედრო ძალებზე თავდასხმებისთვის Starlink-ის სისტემა გამოიყენა
რუსთავი 2·13:17

მედია: ირანმა აშშ-ის სამხედრო ძალებზე თავდასხმებისთვის Starlink-ის სისტემა გამოიყენა

29 ნოემბერი, 2026 · 13:17

ირანმა, კომპანია SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტსერვისი Starlink-ი აშშ-ის ძალების წინააღმდეგ თავდასხმების დროს გამოიყენა. ეს შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების პირველ დღეებში მოხდა. ამის შესახებ Reuters-ი The Washington Post-ზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, ირანის მხრიდან Starlink-ის არასანქცირებული გამოყენების, სულ მცირე ორი შემთხვევა დაფიქსირდა. მედია იუწყება, რომ SpaceX-ის გენერალური დირექტორი ილონ მასკი განრისხდა, როდესაც ირანის მიერ აშშ-ის წინააღმდეგ მისი ტექნოლოგის არალეგალური გამოყენების შესახებ შეიტყო.

წყაროების ინფორმაციით, ირანის სამხედროების მიერ Starlink-ის გამოყენების შესახებ საიდუმლო ანგარიში აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს წარუდგინეს. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში Reuters-ს განუცხადეს, რომ მათთვის ცნობილი არ არის თავდაცვის მდივნის ოფისისთვის წარდგენილი ანგარიში, რომელიც ამ საკითხს ეხება.

როგორც გამოცემა წერს, ჯერჯერობით უცნობია როგორ შეძლეს ირანელმა სამხედროებმა Starlink-ის სისტემის გამოყენება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ Starlink-ს ირანში ოპერირების ლიცენზია არ აქვს, თუმცა მასკმა ადრე განაცხადა, რომ სერვისი ქვეყანაში მაინც მუშაობდა.

ირანის ხელისუფლება აქციებისა და მასობრივი არეულობების დროს მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომას უზღუდავს. ეს მოხდა იანვარშიც, როდესაც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. მედიის ცნობით, ამის შემდეგ აშშ-ის მთავრობამ ირანში ათასობით Starlink-ის ტერმინალი ფარულად შეიტანა.

თებერვლის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე კონფლიქტი დაიწყეს, ირანის მთავრობა ინტერნეტზე წვდომას კვლავ მკაცრად აკონტროლებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. მედია: ირანმა აშშ-ის სამხედრო ძალებზე თავდასხმებისთვის Starlink-ის სისტემა გამოიყენა

თემა: მედია

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • იმედი·12:32
    ჟორჟოლიანი ბოკერიაზე: დღეს, როცა ოპოზიციურ მედიას თავს ესხმიან, იცოდეთ, 2012 წლამდე ტელევიზიებში დაბლოკვებზე პასუხისმგებელი სწორედ გიგა იყო
  • აჭარის ტელევიზია·12:16
    მედიის ინფორმაციით, ტირანაში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების დროს 35 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები და პოლიციელები
  • პალიტრა ნიუსი·12:05
    მედია - ირანმა აშშ-ის ძალებზე თავდასხმებისას Starlink-ი გამოიყენა
  • ინტერპრესნიუსი·11:59
    მედია - ირანმა აშშ-ის ძალებზე თავდასხმებისას Starlink-ი გამოიყენა
მედიასამხედრო

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·13:38

ცოტნე ანანიძე: ორთვიანი მზადების შემდეგ, დაახლოებით 7 000 მომხრე და ოპოზიციის ტრადიციული ფიასკო - შედეგებს ხან ქართველ ხალხს აბრალებენ, ხან ერთმანეთს​

ცოტნე ანანიძე: ორთვიანი მზადების შემდეგ, დაახლოებით 7 000 მომხრე და ოპოზიციის ტრადიციული ფიასკო - შედეგებს ხან ქართველ ხალხს აბრალებენ, ხან ერთმანეთს​
რუსთავი 2·13:18

თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია

თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია
რუსთავი 2·13:16

ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში პროგრამის, "საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა" ფარგლებში, მევენახე ფერმერებისთვის საოჯახო ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის საჭირო საშუალებების გადაცემის პროცესს დაესწრო

რუსთავი 2·13:14

რადიკალური მემარცხენეებისა და ულტრამემარცხენეების მხრიდან ისმის მოწოდებები მსვლელობებზე არეულობების მოწყობის შესახებ - საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი

რადიკალური მემარცხენეებისა და ულტრამემარცხენეების მხრიდან ისმის მოწოდებები მსვლელობებზე არეულობების მოწყობის შესახებ - საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.