ორიგინალი
„სტრატეგია აღმაშენებელი“ - მკაფიოდ ვემიჯნებით აქციაზე მომხდარ ინციდენტს - თანამშრომლობის გაგრძელებას ვაპირებთ ყველასთან, ვისაც გამარჯვების საერთო მიზანი ამოძრავებს, არ ვაპირებთ ურთიერთობას მათთან, ვინც პარტნიორებს „სიურპრიზებს" უწყობს
ინტერპრესნიუსი·14:59

29 ნოემბერი, 2026 · 14:59

„სტრატეგია აღმაშენებელი“ გუშინ გამართული აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გუშინდელ აქციაზე მომხდარმა ე.წ. „სიურპრიზმა" და შიდა დაპირისპირების მცდელობამ ყველა „გაუგებრობაში ჩაითრია“.

როგორც პარტიაში განმარტავენ, მიუღებელია მსგავსი ქმედება წინასწარ დაგეგმილად კეთდებოდეს, პარტნიორები კი ამის შესახებ ინფორმირებულნი არ იყვნენ.

„გუშინდელი დღე ნათელი დასტური იყო იმისა, თუ რამხელა ენერგია, ერთიანობა და ცვლილებების სურვილი არსებობს საზოგადოებაში. ქუჩაში გამოსული უამრავი ადამიანი ცალსახად გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში რეალური ალტერნატივის შექმნისა და გამარჯვების დიდი მუხტია.

სამწუხაროდ, გუშინდელ აქციაზე მომხდარმა ე.წ. „სიურპრიზმა" და შიდა დაპირისპირების მცდელობამ ყველა ჩაგვითრია გაუგებრობაში. მიუღებელია მსგავსი ქმედება წინასწარ დაგეგმილად კეთდებოდეს, პარტნიორები ამის შესახებ ინფორმირებულნიც კი არ ვიყავით.

„სტრატეგია აღმაშენებელი" მკაფიოდ ემიჯნება მომხდარ ინციდენტს. ხაზგასმით ვაცხადებთ: პარტნიორებს შორის მსგავსი ქმედება და შეუთანხმებელი ნაბიჯები კატეგორიულად მიუღებელია.

ჩვენ თანამშრომლობის გაგრძელებას ვაპირებთ ყველასთან, ვისაც რეალური ცვლილებებისა და გამარჯვების საერთო მიზანი ამოძრავებს, და არ ვაპირებთ ურთიერთობას მათთან, ვინც პარტნიორებს მსგავს „სიურპრიზებს" უწყობს”,-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 28 ნოემბრის თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის არ ყოფილან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. გარდა ამისა, აქციაზე იყო გაშლილი ბანერი, რომელზეც დატანილი იყო, როგორც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, ასევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსახულება წარწერით: "არა! ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა", რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მოქალაქეების ნაწილის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარს "გამიზნული პროვოკაცია" უწოდეს და „ოპოზიციის ალიანსისგან“ მოითხოვეს, ღიად დააფიქსირონ პოზიცია, ემიჯნებიან თუ არა მომხდარს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: interpressnews.ge
  1. მთავარი
  2. ინტერპრესნიუსი
  3. „სტრატეგია აღმაშენებელი“ - მკაფიოდ ვემიჯნებით აქციაზე მომხდარ ინციდენტს - თანამშრომლობის გაგრძელებას ვაპირებთ ყველასთან, ვისაც გამარჯვების საერთო მიზანი ამოძრავებს, არ ვაპირებთ ურთიერთობას მათთან, ვინც პარტნიორებს „სიურპრიზებს" უწყობს

თემა: მომხდარ

ამ თემას 26 ქართული წყარო აშუქებს — სულ 126 სტატია.

  • ფორმულა·14:18
    UEFA-მ ბათუმში მომხდარი ინციდენტის გამოსაძიებლად ინსპექტორები დანიშნა
  • ამბები.ge·13:38
    “გამიზნული პროვოკაცია იყო“ - რას აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი გუშინ, აქციაზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით?
  • GHN·08:43
    ავღანეთში, კუნარის პროვინციაში, სკოლასთან მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 110 კი დაშავდა
  • პოსტივი·19:24
    თამარ ჩიბურდანიძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: “საქართველო იყო, არის და იქნება ურთულეს გეოგრაფიულ მდებარეობაში უნიკალური პოლიტიკის მატარებელი ქვეყანა – ერთადერთი ოქროს წერტილი, სადაც ტოლერანტობა უმაღლეს სახელმწიფო დონეზეა აყვანილი – ეს ყველამ უნდა გაიაზროს”
მომხდარინციდენტზეაქციაზე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინტერპრესნიუსი·15:15

ნიკა გვარამია - არაა პოლიტიკა "თავისუფალი ფორვარდების" სათარეშო ასპარეზი - ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს, ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს

ინტერპრესნიუსი·14:42

ლევან ცუცქირიძე - თუ ენმ-ს სურდა სიტყვით გამოსვლა, შეეძლო ნებისმიერი ჩვენგანისთვის წინასწარაც ეთქვა, არ ვეთანხმები პლაკატის შინაარსს, ბოლოს და ბოლოს სააკაშვილი საპატიმროშია, ივანიშვილი შუშის სასახლეში ცხოვრობს - პოლიტიკა ხიდების მშენებლობაა და არა ნგრევა

ინტერპრესნიუსი·14:27

იური უშაკოვი - იოჰან ვადეფულის „ფხიზელი ანალიზი“, რომ ევროპაში სტაბილურობა მხოლოდ რუსეთთან დაპირისპირების გზით არის შესაძლებელი, აჩენს კითხვას: ფხიზელ მდგომარეობაში გაკეთდა თუ არა ეს განცხადება

იური უშაკოვი - იოჰან ვადეფულის „ფხიზელი ანალიზი“, რომ ევროპაში სტაბილურობა მხოლოდ რუსეთთან დაპირისპირების გზით არის შესაძლებელი, აჩენს კითხვას: ფხიზელ მდგომარეობაში გაკეთდა თუ არა ეს განცხადება
ინტერპრესნიუსი·14:07

ზურაბ ჯაფარიძე - გუშინ ბევრმა, ქუჩაში თუ სახლში, ხელახლა ირწმუნა, რომ გამარჯვება შესაძლებელია - სანამ გარეთ ვარ, მე ბრძოლას გავაგრძელებ მხოლოდ იმათთან ერთად, ვინც ამ ყველაფერს ჩემსავით ხედავს, გრძნობს და ვისაც მიზანი მთავარ მტერზე აქვს გასწორებული

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.