ორიგინალი
"ახალი"- მიუხედავად იმისა, რომ ბანერი მიგვაჩნია გამოხატვის ნაწილად, ივანიშვილის გათანაბრება იპონენტებთან, არის მიუღებელი - "ფედერალისტების“ ქმედება განიხილება, ალიანსის გადაწყვეტილების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად
ინტერპრესნიუსი·22:41

"ახალი"- მიუხედავად იმისა, რომ ბანერი მიგვაჩნია გამოხატვის ნაწილად, ივანიშვილის გათანაბრება იპონენტებთან, არის მიუღებელი - "ფედერალისტების“ ქმედება განიხილება, ალიანსის გადაწყვეტილების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად

29 ნოემბერი, 2026 · 22:41

ბანერი სააკაშვილისა და ივანიშვილის გამოსახულებითა და წარწერით „ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბანერიც მიგვაჩნია პოლიტიკური გამოხატვის ნაწილად, უბრალოდ, ნებისმიერ განზომილებაში ივანიშვილის გათანაბრება პოლიტიკურ იპონენტებთან, არის მიუღებელი, - ამის შესახებ "ახალის" განცხადებაშია ნათქვამი, რითაც პარტია 28 ნოემბრის საპროტესტო აქციას ეხმაურება და განმარტებას აკეთებს.

განცხადებაში აღინიშნება, რომ გუშინდელი აქცია არ იყო ოპოზიციის შიდა პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილი და, შესაბამისად, კოალიციის წევრი პარტია „ფედერალისტების“ ეს ქმედება "ახალის" მიერ განიხილება, როგორც ალიანსის გადაწყვეტილების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება.

"ახალი" მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება აშორებს მთავარ მიზანს, ხოლო პარტიული კონკურენცია უნდა გადაიდოს იმ დრომდე, როდესაც ქვეყანაში ჩატარდება ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაზე დაფუძნებული დემოკრატიული არჩვენები.

"პარტია „ახალი“, როგორც გუშინდელი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საჭიროდ მივიჩნევთ, განცხადება გავაკეთოთ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით:

უპირველეს ყოვლისა, გუშინდელი აქცია უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა და იმის დასტურია, რომ ქართველი ხალხი არა თუ აგრძელებს პროტესტს, არამედ იბრძვის საბოლოო გამარჯვებისთვის და უკან არ იხევს, ვიდრე არ მიაღწევს „საქართველოს ივანიშვილის გარეშე“!

დღეს, ნებისმიერი პოლიტიკური ამოცანა, რომელიც ამ მიზანს გვაშორებს და ერთიანი ბრძოლის იდეას აზიანებს, ეწინააღმდეგება ჩვენს პარტიულ პოზიციას და იმ პოლიტიკური ერთობის მიზნებს, რომლის წევრებიც ვართ, მათ შორის, ოპოზიციის ალიანსის.

კონკრეტულად გუშინდელ საკითხს რომ მივუბრუნდეთ და დაინტერესებული ადამიანების ლეგიტიმური ინტერესი დავაკმაყოფილოთ, განვმარტავთ, რომ:

პირველი: ბანერები ყველა პოლიტპატიმრისთვის თავისუფლების მოწოდების შესახებ არის მართებული;

მეორე:ბანერი სააკაშვილისა და ივანიშვილის გამოსახულებითა და წარწერით „ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბანერიც მიგვაჩნია პოლიტიკური გამოხატვის ნაწილად, უბრალოდ, ნებისმიერ განზომილებაში ივანიშვილის გათანაბრება პოლიტიკურ იპონენტებთან, არის მიუღებელი.

მესამე: როდესაც აქცია იკრიბება განაცხადით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“, დაუშვებლად მიგვაჩნია, აქციის მონაწილეთა მთავარი მისწრაფებიდან პარტიულად ორგანიზებული გადახვევა, განსაკუთრებით, ალიანსის დანარჩენ წევრებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

მეოთხე: გუშინდელი აქცია არ იყო ოპოზიციის შიდა პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილი და, შესაბამისად, კოალიციის წევრი პარტია „ფედერალისტების“ ეს ქმედება ჩვენ მიერ განიხილება, როგორც ალიანსის გადაწყვეტილების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და ალიანსის დანარჩენი წევრების უპატივცემლობა.

პარტია „ახალი“ არ არის ორიენტირებული პოლიტიკურ უთანხმოებაზე. მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება გვაშორებს მთავარ მიზანს. პარტიული კონკურენცია უნდა გადავდოთ იმ დრომდე, როდესაც ქვეყანაში ჩატარდება ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაზე დაფუძნებული დემოკრატიული არჩვენები. ეს კი მხოლოდ მაშინ მიგვაჩნია შესაძლებლად, როდესაც ჩვენი ერთიანი ბრძოლის შედეგად მივაღწევთ „საქართველოს ივანიშვილის გარეშე“, -წერია განცხადებაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: interpressnews.ge
  1. მთავარი
  2. ინტერპრესნიუსი
  3. "ახალი"- მიუხედავად იმისა, რომ ბანერი მიგვაჩნია გამოხატვის ნაწილად, ივანიშვილის გათანაბრება იპონენტებთან, არის მიუღებელი - "ფედერალისტების“ ქმედება განიხილება, ალიანსის გადაწყვეტილების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად

თემა: ივანიშვილის

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 152 სტატია.

  • ფორმულა·21:44
    ჩერგოლეიშვილი: საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს, ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა
  • ალია·16:52
    ,, კაცო, ასეთ შემოტყუებას არ ჯობდა დაგერქმიათ აქციისთვის “საქართველო ივანიშვილის და სააკაშვილის გარეშე?!” – ვიკა ბუკია
  • GHN·15:50
    თუ ენმ-ს სურდა სიტყვით გამოსვლა, შეეძლო წინასწარაც ეთქვა, არ ვეთანხმები პლაკატის შინაარსს, მე სააკაშვილს უამრავ რამეში ვამტყუნებ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ის საპატიმროშია, ივანიშვილი კი შუშის სასახლეში ცხოვრობს - ლევან ცუცქირიძე
  • ნიუპოსტი·15:15
    "ხალხის დაკვეთაა საქართველო ივანიშვილის გარეშე... ნუ აჰყვებით შემოგდებულ პროვოკაციებს..." - მაია კოპალეიშვილი
ივანიშვილისნაწილი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინტერპრესნიუსი·22:00

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და თებერვალში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას შეეცდება

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და თებერვალში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას შეეცდება
ინტერპრესნიუსი·18:56

ანონსი 30 ნოემბერი

ანონსი 30 ნოემბერი
ინტერპრესნიუსი·18:12

მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ინტერპრესნიუსი·18:09

მედია - ბენიამინ ნეთანიაჰუსა და გადი ეიზენკოტს შორის შეხვედრა საქმიანი იყო - მნიშვნელოვანი უთანხმოებები რჩება და შემდგომი შეხვედრები არ იგეგმება

მედია - ბენიამინ ნეთანიაჰუსა და გადი ეიზენკოტს შორის შეხვედრა საქმიანი იყო - მნიშვნელოვანი უთანხმოებები რჩება და შემდგომი შეხვედრები არ იგეგმება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.