ორიგინალი
მაკა ბოჭორიშვილი: ზურაბაშვილი მოქმედებს როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ეს დავუკავშიროთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას
აიპრესი·08:59

მაკა ბოჭორიშვილი: ზურაბაშვილი მოქმედებს როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ეს დავუკავშიროთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას

26 ნოემბერი, 2026 · 08:59

შეხვედრის ადგილი დაწერილი არსად არის, რომ მაინცდამაინც პრაღაში ან რომელიმე ქალაქში უნდა ყოფილიყო, შეხვედრის ადგილი, მინსკი იყო შემოთავაზებული და ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვქონდა, არაფერს ცვლის ეს ამ შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა მაკა ბოჭორიშვილს ჰკითხა: რატომ შეირჩა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს შორის გამართული შეხვედრის ადგილად მინსკი და შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ შეხვედრებიმანამდე რადგან პრაღაში იმართებოდა, მინსკი ჩაანაცვლებს პრაღას. რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ არ არის რამე გადაწყვეტილებაა მიღებული მუდმივობასთან დაკავშირებით.

„ჯერ მოდით, ასე ვთქვათ, პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი ეს არ არის ახალი ინსტიტუტი, ეს ინსტიტუტი არსებობდა და არაფერი ახალი არ მომხდარა ამ თვალსაზრისით. დაინიშნა კონკრეტული ადამიანი ამ თანამდებობაზე და პრემიერ-მინისტრს თუ არ ჰყავდა ერთი თვის წინ წარმომადგენელი, დღეს ჰყავს. ასე რომ, აქ არაფერი სენსაციური არ მომხდარა ამ თვალსაზრისით. რაც შეეხება შეხვედრას, შეხვედრის საჭიროებას, იყო ასეთი საჭიროება. არ დაგვიმალავს ისიც, ვიცით რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც კონკრეტულ ქართულ კომპანიებს შეეხება და კონკრეტულ საკითხს შეეხება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება ვალდებულია, გარკვეული ნაბიჯები გადადგას, რათა საქართველოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა მექანიზმი, რომლის ამუშავებაც შეიძლებოდა და გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა, დაინიშნა წარმომადგენელი და შედგა შეხვედრა. შეხვედრის ადგილი ასე ვთქვათ, ასე დაწერილი არსად არ არის, რომ მაინცდამაინც პრაღაში უნდა ყოფილიყო, ან რომელიმე ქალაქში უნდა ყოფილიყო, შეხვედრის ადგილიც იყო შემოთავაზებული, მინსკი, რა თქმა უნდა, ჩვენ საწინააღმდეგო ამის არაფერი გვქონდა, რომ ეს შეხვედრა გამართულიყო მინსკში. არაფერს არ ცვლის ეს ამ შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომ ძალიან კარგი პროგრესი აჩვენა ამ შეხვედრამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის, ნდობის თვალსაზრისით და, შესაძლოა, მომდევნო შეხვედრები გაიმართოს დედაქალაქებში, მოსკოვში, ან თბილისში, რამაც საქართველოში მძიმე რეაქციები და ვნებათაღელვა გამოიწვია, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ბელორუსის მხარე ამ შეხვედრების მხარე არ არის, ბელორუსს არ აქვს ამ შეხვედრების შინაარსზე და შედეგებზე ინფორმაცია, არც შედეგების შეფასება შეუძლია ვინმეს, თუ ამას საქართველო არ გააკეთებს, რა შედეგით დასრულდა ეს შეხვედრა და რა შედეგები მოჰყვა, ან რუსეთი.

„შესაბამისად, შეხვედრების საჭიროება, თუ გაგრძელება, მხარეების გადასაწყვეტია და არა იმათი, ვისაც არ აქვს არანაირი როლი ამ შემთხვევაში ამ შეხვედრების შინაარსში და შეხვედრების გამართვაში. ბელორუსის მხარის მიერ გადადგმული იყო ის ნაბიჯები, რაც სჭირდებოდა მინსკში შეხვედრის ჩატარებას და მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა ორგანიზებული ყოფილიყო შეხვედრა ყოველგვარი შეფერხების გარეშე. ეს გაკეთდა მათი მხრიდან და რა თქმა უნდა, მადლიერი ვართ, რომ მათ გააკეთეს ამის უზრუნველყოფა, თუმცა შეხვედრების გაგრძელებაზე, შემდგომ ნაბიჯებზე, არანაირი შეთანხმება არ არსებობს და თუკი იქნება შემდგომი შეხვედრის საჭიროება, მხარეები განიხილავენ, სად ჯობია იმ კონკრეტულ მოცემულობაში და კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით, სად იქნება შეხვედრა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეკითხვაზე, განიხილება თუ არა ზოგადად შეხვედრების თბილისში, ან მოსკოვში შესაძლო გამართვის საკითხი, თუ ასეთი შემოთავაზება იქნება, რომ შეხვედრა თბილისში, ან მოსკოვში გაიმართოს, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი არც შემოთავაზებაა, არც გადაწყვეტილება და არ დღის წესრიგში დგას, ასე რომ, წინასწარ ამ თემებზე საუბარი სწორი არ ჰგონია.

როგორც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ მანამდე არ წარმოადგენდა მოქმედი დიპლომატი საქართველოს რუსეთთან ურთიერთობებში, ის არის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, საგარეო უწყების მაღალჩინოსანი, რომელიც ასევე დარჩა ამ პოზიციაზე და შესაბამისად, მათ ჩათვალეს, რომ რაღაცნაირად, ხომ არ იქმნება ასეთი ფაქტორებით საფუძველი დიპლომატიური ურთიერთობის შესაძლო აღდგენის და ხომ არ ფართოვდება საქართველოს წარმომადგენლის მანდატი, რაზეც მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ ამის ერთმანეთთან დაკავშირება არასწორი იქნება.

„არა, არა, არანაირად, ამის ერთმანეთთან დაკავშირება უბრალოდ, არასწორი იქნება. ზურაბ აბაშიძეც ძალიან გამოცდილი დიპლომატი გახლავთ და ამ გამოცდილი დიპლომატის ხელში იყო ეს თანამდებობა. მაღალჩინოსანია ნამდვილად, მინისტრის პირველი მოადგილეა, თუმცა ეს ორი განსხვავებული პოზიციაა, ერთმანეთისგან გამიჯნული ამ შემთხვევაში და გია ზურაბაშვილი, არა როგორც მინისტრის პირველი მოადგილე, როგორც სპეციალური წარმომადგენელი, პრემიერ-მინისტრის მიერ განსაზღვრული და დანიშნული, მოქმედებდა და მოქმედებს ამ რანგში. აქედან გამომდინარე, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ეს დავუკავშიროთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. თუკი იქნება ამის საფუძველი და ყველამ ძალიან კარგად იცის, რა შეიძლება, იყოს საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საფუძველი, დასამალი ეს ნამდვილად არ იქნება, პირიქით, ყველას ძალიან გაუხარდება, თუკი იქნება ის მოცემულობა, რა მოცემულობაშიც ჩვენ შევძლებთ დიპლომატიური ურთიერთობების განახლებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს სერგეი ლავროვის დღევანდელ განცხადებას, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებით და მიესალმა მის განცხადებას, რომ საქართველოს არ უნდა ეშინოდეს რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტების, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთს თუკი სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, აქ არც დასამალია არაფერი და ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯებია გადასადგმელი და ვისი მხრიდან, რომ რამე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციასთან.

„ასე რომ, მხოლოდ სურვილის გაჟღერება საკმარისი არ არის, თუკი სურვილია მაშინ კონკრეტული ქმედებებიც უნდა ვნახოთ და კონკრეტული ნაბიჯებიც უნდა ვნახოთ, თუ რა იგულისხმება ამ სურვილის განხორციელებაში. ეს სურვილი ვერ იქნება ჩვენი მხრიდან განხორციელებული, ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც აქვს გადასადგმელი რამე ნაბიჯი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: ზურაბაშვილი მოქმედებს როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ეს დავუკავშიროთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას

თემა: ზურაბაშვილი

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • GHN·07:18
    რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა თითქოსდა უვნებელი საკითხები, რომლებსაც თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს - გიორგი ზურაბაშვილი
  • ნიუპოსტი·01:54
    „ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ... ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციას“ — გიორგი ზურაბაშვილი
  • ალია·01:49
    ,, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით, იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება” – ზურაბაშვილი გალუზინთან შეხვედრის დეტალებზე
  • პუბლიკა·01:46
    ზურაბაშვილი მინსკში განხილულ საკითხებს (არ) ასახელებს
ზურაბაშვილიმინისტრიპრემიერი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·09:26

მაკა ბოჭორიშვილი: შუა დერეფანი არის დღეს სწორედ ის ხაზი, დაკავშირებადობის ის ჯაჭვი, რომელიც ევროკავშირისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველო ამ რუკაზე არის, იყო და იქნება

მაკა ბოჭორიშვილი: შუა დერეფანი არის დღეს სწორედ ის ხაზი, დაკავშირებადობის ის ჯაჭვი, რომელიც ევროკავშირისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველო ამ რუკაზე არის, იყო და იქნება
აიპრესი·09:03

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველომ განაცხადა სურვილი, რომ განხილულიყო ეუთო-ს თავმჯდომარეობის პოსტზე, ეს არ არის მარტივი პროცესი

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველომ განაცხადა სურვილი, რომ განხილულიყო ეუთო-ს თავმჯდომარეობის პოსტზე, ეს არ არის მარტივი პროცესი
აიპრესი·08:30

მაკა ბოჭორიშვილი: ვერასოდეს დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს საქართველომ შეაჩერა რაიმე პროცესი მაშინ, როდესაც სწორედ ევროკავშირის კომპეტენციაა, გადაწყვიტოს

მაკა ბოჭორიშვილი: ვერასოდეს დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს საქართველომ შეაჩერა რაიმე პროცესი მაშინ, როდესაც სწორედ ევროკავშირის კომპეტენციაა, გადაწყვიტოს
აიპრესი·07:50

„ეს ჩვენი ომი არ არის“ — ტედი რინერის ხმაურიანი განცხადება უკრაინაზე და რთული ნადირობა მერების ხელმოწერებზე

„ეს ჩვენი ომი არ არის“ — ტედი რინერის ხმაურიანი განცხადება უკრაინაზე და რთული ნადირობა მერების ხელმოწერებზე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.