ორიგინალი
გურამ მაჭარაშვილი: რაც წლები გადის, სააკაშვილს მით უფრო უჭირს შეგუება იმასთან, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვა. ასეთ დროს ნერვები უმტყუნებს ხოლმე და წამოსცდება სიმართლე
აიპრესი·11:20

გურამ მაჭარაშვილი: რაც წლები გადის, სააკაშვილს მით უფრო უჭირს შეგუება იმასთან, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვა. ასეთ დროს ნერვები უმტყუნებს ხოლმე და წამოსცდება სიმართლე

26 ნოემბერი, 2026 · 11:20

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ და მოგვიანებით წაშლილ პოსტზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სააკაშვილის მიერ „ვარდების რევოლუციაში“ იგორ ივანოვის როლის აღიარება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში უცხო სახელმწიფოს დახმარებით მოვიდა. მაჭარაშვილის შეფასებით, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, სააკაშვილს უფრო მეტი მხარდაჭერა ამერიკელებმა გაუწიეს თუ რუსებმა, რადგან ორივე შემთხვევაში უცხო ქვეყნის დახმარებაზეა საუბარი.

„რაც წლები გადის, სააკაშვილს მით უფრო უჭირს შეგუება იმასთან, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვა. ასეთ დროს ნერვები უმტყუნებს ხოლმე და წამოსცდება სიმართლე.

სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ [სააკაშვილის თქმით] რევოლუცია უცხო სახელმწიფომ მოაწყო. სააკაშვილი არაფრის მომწყობი არ იყო თვითონ და სხვა ქვეყანა დაეხმარა ამაში - ეს უკვე აღიარებითი ჩვენებაა და კიდევ ერთი მტკიცებულებაა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ხელისუფლებაში უცხო სახელმწიფოს დახმარებით მოვიდა.

ახლა ჩვენი გასარჩევი ის არ არის, რუსებმა მისცეს სააკაშვილს მეტი მხარდაჭერა თუ ამერიკელებმა. შეიძლება, ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, რადგან მე მგონია, რომ ორივემ, სავარაუდოდ. სააკაშვილისთვის შეღავათი არ იქნება, თუ დავადგენთ, უფრო მეტი ამერიკელი დაეხმარა თუ რუსი.

ერთადერთი, რაც მას კიდევ ზედმეტ ტვირთად დააწვება, არის ის, რომ სააკაშვილი მუდმივად ამბობდა - რუსები ჩვენი მტრები არიანო და ახლა სხვა რაღაცას ამბობს.

თავის დროზე, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთზე ამბობდა, რომ საქართველოში რუსული ინვესტიციები უნდა ჩაიდოს და რუსი ტურისტებიც უნდა ჩამოვიდნენო, რადგან რუსულ საქმეს აკეთებდა მაშინაც და ახლაც მათ საქმეს აკეთებს.

რაც შეეხება მის აღიარებას, რომც არ აღიაროს, ამის მტკიცებულებაც არსებობს. სანამ იგორ ივანოვი საქართველოში ჩამოვიდოდა, სააკაშვილი კარგ ხასიათზე ნამდვილად არ იყო, მაგრამ როცა ივანოვი ჩამოვიდა, ხელი ჩამოართვა და ერთმანეთს გადაეხვივნენ, სააკაშვილი პრაქტიკულად დე ფაქტო პრეზიდენტი გახდა და, შესაბამისად, ძალიან კარგ ხასიათზე დადგა - ამის ვიდეოებიც არსებობს.

სააკაშვილი ამ ფაქტს რომ აღიარებს, ამაში უჩვეულო არაფერია.

მისი ეს პოსტი წაიშალა გასაგები მიზეზების გამო - ეტყობა, ჯერ კიდევ დარჩენილმა მომხრეებმა ურჩიეს პოსტის აღება - როგორც ჩანს, შემდეგ თვითონაც მიხვდა, რომ ნამეტანი აღიარება იყო ეს ყველაფერი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - იგორ ივანოვისა და სააკაშვილის შეხვედრის ვიდეოები არსებობს და ეჭვი არავის ეპარება, რომ ივანოვს დიდი როლი აქვს სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანაში.

ასე რომ, ამ შემთხვევაშიც მორიგი მტკიცებულება გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უცხო ქვეყნის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში - ამ შემთხვევაში რუსეთის - რაც თვითონ აღიარა; სააკაშვილი რუსეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში, შემდეგ ომის პროვოკაციას წამოეგო - ანუ რუსეთის საქმე გააკეთა და ომის შემდეგ ისევ რუსეთს ჩაეხუტა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. გურამ მაჭარაშვილი: რაც წლები გადის, სააკაშვილს მით უფრო უჭირს შეგუება იმასთან, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვა. ასეთ დროს ნერვები უმტყუნებს ხოლმე და წამოსცდება სიმართლე

თემა: ხელისუფლების

ამ თემას 13 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • GHN·08:49
    საკმაოდ დიდი დრო გავიდა, რაც აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციაა ხელისუფლებაში და საქართველოსთან დამოკიდებულებაში ცვლილებები ნამდვილად არის, თუმცა ჩვენ ვერ გადავდგამთ ნაბიჯებს, რაც ჩვენ შესაძლებლობებს სცდება - მაკა ბოჭორიშვილი
  • ტვ პირველი·00:00
    „თუ ხელისუფლება კურსს არ შეცვლის, გაწევრიანების გზაზე პროგრესი შეუძლებელი იქნება“ - ევროკომისარი "ოცნებას"
  • ამბები.ge·23:17
    "არც ჩვენ ვთქვათ უარი ქართველებზე“ - პოლიტპატიმრები, ხელისუფლების მწვავე კრიტიკა და ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა: ევროპარლამენტარების მკაცრი გზავნილები საქართველოს
  • ინტერპრესნიუსი·23:11
    ტობიას კრემერი - ბურჭულაძის ხმა ვენიდან ნიუ-იორკამდე ოპერის დარბაზებს ავსებდა, დღეს მისივე ხელისუფლება ცდილობს, ეს ხმა ჩაახშოს შეთითხნილი ბრალდებებით - კოლეგებო, გვერდში დავუდგეთ ქართველ პოლიტპატიმრებს და ივანიშვილს სანქციები დავუწესოთ
ხელისუფლების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·11:44

🎥 წალკაში მცხოვრები მოქალაქის 368 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის, ასევე კიდევ 1 მოქალაქის 29 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

🎥 წალკაში მცხოვრები მოქალაქის 368 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის, ასევე კიდევ 1 მოქალაქის 29 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
აიპრესი·11:19

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "საქართველოს სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის" წარმომადგენლებს უმასპინძლა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "საქართველოს სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის" წარმომადგენლებს უმასპინძლა
აიპრესი·11:08

რომმა, ლიბიაში რუსულ გემებზე უკრაინის დარტყმების გამო, უკმაყოფილება გამოთქვა

რომმა, ლიბიაში რუსულ გემებზე უკრაინის დარტყმების გამო, უკმაყოფილება გამოთქვა
აიპრესი·10:59

შსს: ბანკის კუთვნილი 800 000 ლარამდე თანხის მითვისების ბრალდებით, საბანკო დაწესებულების სალაროს ხელმძღვანელი დააკავეს

შსს: ბანკის კუთვნილი 800 000 ლარამდე თანხის მითვისების ბრალდებით, საბანკო დაწესებულების სალაროს ხელმძღვანელი დააკავეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.