ორიგინალი
"არც ჩვენ ვთქვათ უარი ქართველებზე“ - პოლიტპატიმრები, ხელისუფლების მწვავე კრიტიკა და ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა: ევროპარლამენტარების მკაცრი გზავნილები საქართველოს
ამბები.ge·23:17

"არც ჩვენ ვთქვათ უარი ქართველებზე“ - პოლიტპატიმრები, ხელისუფლების მწვავე კრიტიკა და ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა: ევროპარლამენტარების მკაცრი გზავნილები საქართველოს

25 ნოემბერი, 2026 · 23:17

ქართველი პოლიტპატიმრების საკითხი და საქართველოს ევროპული მომავალი ევროპარლამენტში კვლავ მწვავე დისკუსიის თემად იქცა. საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე ევროპარლამენტარებმა პაატა ბურჭულაძის, მზია ამაღლობელისა და სხვა დაკავებული პირების საქმეებზე ისაუბრეს, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე კრიტიკული შეფასებები გააკეთეს და ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილისა და პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს.

შაბათს 2 წელი გახდება, რაც ქართველები ყოველდღიურად გამოდიან პროტესტზე თავიანთი ევროპული მომავლისთვის. მოდით, ჩვენც ისეთივე ჯიუტები ვიყოთ, როგორც ისინი და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე - ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში “პაატა ბურჭულაძის საქმე და “ქართული ოცნების” რეჟიმის პოლიტპატიმრები” თემაზე გამართულ დებატებზე განაცხადა.

ევროპარლამენტარმა საქართველოში დაკავებული პირების, მათ შორის 71 წლის საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის პატიმრობასა და საპატიმროებში არსებულ პირობებზე ისაუბრა.

იუკნევიჩიენე ევროკავშირს იმ პირების დასანქცირებისკენ მოუწოდებს, ვინც, მისი შეფასებით, ქვეყნის ევროპული მომავლის შეფერხებაზეა პასუხისმგებელი.

“პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი დიადი ხმაა. დღეს ის 71 წლისაა და ციხეშია. შვიდი წელი აქვს მისჯილი ქართველ ხალხთან ერთად დგომისთვის. ის მარტო არაა.

გასულ კვირას ქართველი პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს შევხვდი. მათ ციხის საშინელი პირობების შესახებ გვითხრეს. დღეს ნინი მანჯგალაძეს შევხვდი, რომლის მამაც ბურჭულაძესთან ერთად გაასამართლეს. ნინი დღეს აქ არის ჩვენთან.

მან გვითხრა, რომ მამამისი 16 კვადრატული მეტრის საკანში ხუთ სხვა პატიმართან ერთად იმყოფება. მან მესიჯი გამოგვიგზავნა ციხიდან: “ევროპა საქართველოს სახლია”. მან ასევე, მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს მათი მხარდაჭერისთვის, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან.

ბევრი სხვა პატიმარი ახალგაზრდაა, რომელთა ნასამართლეობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მათ მთელს ცხოვრებაზე და გაურთულოს სწავლა და სამსახურის პოვნა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ - განაცხადა იუკნევიჩიენემ.

კოლეგებო, გვერდში დავუდგეთ ქართველ პოლიტპატიმრებს და ივანიშვილს მიზანმიმართული სანქციები დავუწესოთ, - ეს განცხადება კი ევროპარლამენტარ ტობიას კრემერს ეკუთვნის.

"პაატა ბურჭულაძემ სახელი თავისი ხმის ძლიერებით გაითქვა, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული საოპერო მომღერალი, მისი ხმა ვენიდან ნიუ-იორკამდე ოპერის დარბაზებს ავსებდა. მაგრამ, დღეს მისივე ხელისუფლება ცდილობს ეს ხმა ჩაახშოს შეთითხნილი ბრალდებების მეშვეობით ციხეში გამოკეტვით. მისი დანაშაული კი ის არის, რომ მან გაბედა ხმის ამოღება იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს საქართველო ევროპული დემოკრატიიდან კრემლის ჩრდილის ქვეშ მყოფ ბელარუსული სტილის რეჟიმად აქციოს“, - განაცხადა ტობიას კრემერმა

მისი თქმით, პაატა ბურჭულაძე მარტო არ არის და საქართველოს მოსახლეობის 80%-ს კვლავ სურს ევროპული მომავალი.

"უკვე თითქმის ორი წელია, ისინი ქუჩაში გამოდიან. ხმას იმაღლებენ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად აცნობიერებენ, რომ ამით ცემის, თავდასხმის ან პაატასა და მზია ამაღლობელის მსგავსად პატიმრობის რისკის ქვეშ დგებიან, თუმცა ისინი მაინც არ ნებდებიან. ამიტომ, კოლეგებო, არც ჩვენ ვთქვათ მათზე უარი. გვერდში დავუდგეთ ქართველ პოლიტპატიმრებს, დავუწესოთ მიზანმიმართული სანქციები ივანიშვილს და გავაგრძელოთ ზეწოლა ამ რეჟიმზე იქამდე, ვიდრე პაატასა და ყველა ქართველის ხმა კვლავ თავისუფლად და ხმამაღლა არ გაიჟღერებს დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში“, - აღნიშნა კრემერმა.

დროა, დავასრულოთ დეკლარაციები, მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ - ამის შესახებ კი კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ თავისი კურსი შეცვალა და ახლა რუსული გავლენისკენ ტრიალდება, სანქციებისთვის გვერდის ავლისა და "უკანონო ფულის ნაკადების ადგილი" ხდება, მის დემოკრატიას კი "სისტემატურად ახრჩობენ".

ევროპარლამენტარმა ისაუბრა საქართველოში დაპატიმრებებზე და თქვა, რომ ქვეყანაში 91 პოლიტპატიმარი სახელდება და სია სრული არ არის.

“კიდევ რამდენი ქართველი უნდა იქნას დაპატიმრებული, კიდევ რამდენი განაჩენი უნდა გაიცეს, სანამ ევროკავშირი ეფექტიან ქმედებებს მიიღებს. პაატა ბურჭულაძეს - მსოფლიოში ცნობილ ოპერის მომღერალს - 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

მიხეილ სააკაშვილი, ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც საქართველო ევროპისკენ მიჰყავდა, ხუთ წელზე მეტია გისოსებს მიღმაა. ოპოზიციონერი აქტივისტები, სტუდენტები და ახალგაზრდები, რომლებიც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან...

ივლისში “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” 91 პოლიტპატიმარი დაასახელა საქართველოში. ეს სია სრული არაა.

საქართველომ თავისი კურსი შეცვალა. ის ახლა რუსული გავლენისკენ ტრიალდება, სანქციებისთვის გვერდის ავლისა და უკანონო ფულის ნაკადების ადგილი ხდება, და მის დემოკრატიას სისტემატურად ახრჩობენ.

დროა დავასრულოთ დეკლარაციები. მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ - აქტივების გაყინვას და ევროკავშირის მოგზაურობის აკრძალვას. არ დავუშვათ, რომ რუსეთის ინტერესებმა გაიმარჯვოს საქართველოში მისი მოქალაქეების ნებისა და ევროპული მომავლის წინააღმდეგ”, - განაცხადა გოშევსკამ.

საქართველოში ევროპულ არასამთავრობო ორგანიზაციებს დევნიან, მაშინ, როდესაც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ დაკავშირებული ორგანიზაციები თავისუფლად ფუნქციონირებენ , - განაცხადა ევროპარლამენტარმა მიხალ შჩერბამ.

მისი თქმით, საქართველოში „ევროპულ არასამთავრობო ორგანიზაციებს დევნიან, მაშინ როდესაც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ დაკავშირებული ორგანიზაციები თავისუფლად ფუნქციონირებენ“.

"როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ე.წ. გამჭვირვალობის კანონები ირანულ ფულზე არ ვრცელდება. საქართველოს წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისი პროგრამების 97%-ს კარგავს, ხოლო აშშ-ისა და კანადის მიერ სანქცირებული ირანის ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის კამპუსები საქართველოში თავისუფლად ფუნქციონირებს. საქართველო მოსკოვისა და თეირანის მიმართულებით მიდის და ეს ქართველი ხალხისთვის კატასტროფა, რუსეთის გამარჯვება და ევროკავშირის გეოპოლიტიკური მარცხია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მოხდეს“, - აღნიშნა მიხალ შჩერბამ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. "არც ჩვენ ვთქვათ უარი ქართველებზე“ - პოლიტპატიმრები, ხელისუფლების მწვავე კრიტიკა და ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა: ევროპარლამენტარების მკაცრი გზავნილები საქართველოს

თემა: ხელისუფლების

ამ თემას 7 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • იმედი·19:48
    „ცუდი სუნი ასდის იმას, რაც დღეს რუსეთთან მიმართებით მზადდება, არ მესმის, რატომ ვგზავნით სამხედროებს უკრაინაში მაშინ, როცა ეს ჩვენი ომი არ არის“ - ტედი რინერი საფრანგეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის და უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს
  • ნეტგაზეთი·18:32
    ხელისუფლება ადასტურებს, რომ რეპრესიული მანქანის მმართველია — ღარიბაშვილი ციხიდან
  • რუსთავი 2·15:36
    რითაც ამაყობდნენ, რომ რევოლუციური სცენარით მოვიდნენ ხელისუფლებაში, თურმე ეს მათ კი არა, პირდაპირ რუსეთის სახელმწიფოს ჩარევით, მათი ხელდასხმით ყოფილა მომხდარი - ალუდა ღუდუშაური სააკაშვილის განცხადებაზე
  • ტვ პირველი·15:26
    მაჭავარიანი სისტემური კორუფციის შესახებ ოპოზიციის ბრალდებებს არ იზიარებს და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს
ხელისუფლების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·22:35

ტვინი გადაგეღალათ და წინ კიდევ უამრავი საქმე გაქვთ? - 5 მარტივი ნაბიჯი გონების დასასვენებლად

ტვინი გადაგეღალათ და წინ კიდევ უამრავი საქმე გაქვთ? - 5 მარტივი ნაბიჯი გონების დასასვენებლად
ამბები.ge·22:25

პუტინი უკრაინის მოსატყუებლად გასაბერ ტანკებსა და თვითმფრინავებს ყიდულობს - ჩინური იმიტაცია, მილიონები და კრემლის ახალი სამხედრო ხრიკი

პუტინი უკრაინის მოსატყუებლად გასაბერ ტანკებსა და თვითმფრინავებს ყიდულობს - ჩინური იმიტაცია, მილიონები და კრემლის ახალი სამხედრო ხრიკი
ამბები.ge·22:01

ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელმაც საპატიმრო 23 ნოემბერს დატოვა, პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა

ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელმაც საპატიმრო 23 ნოემბერს დატოვა, პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა
ამბები.ge·21:39

"კანონის წინაშე ყველა თანასწორია“ - მერსი სულხანიშვილმა გადაცემა "სარკასტიკაში“ სტუმრობის შემდეგ გიორგი ნაზღაიძეს უჩივლა

"კანონის წინაშე ყველა თანასწორია“ - მერსი სულხანიშვილმა გადაცემა "სარკასტიკაში“ სტუმრობის შემდეგ გიორგი ნაზღაიძეს უჩივლა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.