ორიგინალი
კახა კალაძე: ვთქვათ დაგვასანქცირეს, რა შეიცვლება ამით, ვინმე შეგვაშინებს და ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით, თუ რა?
აიპრესი·13:49

კახა კალაძე: ვთქვათ დაგვასანქცირეს, რა შეიცვლება ამით, ვინმე შეგვაშინებს და ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით, თუ რა?

27 ნოემბერი, 2026 · 13:49

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის მიერ ქართველი პოლიტიკოსებისთვის პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ რეკომენდაციას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დასანქცირების შემთხვევაშიც კი ფარ-ხმალს არავინ დაყრის.

ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, პირად კეთილდღეობაზე საუბარი ვერ იქნება.

„ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ყველაზე მთავარი არის სამშობლო და სამშობლოს ინტერესი. საერთოდ არ მაინტერესებს, რომელ ევროპარლამენტარს რა ინტერესი აქვს და რა უნდა.

ძალიან კარგად ვიცით, რა არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები, რისი გაკეთება გვინდა, რა პოლიტიკას ვახორციელებთ და არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ საქართველო გამოიყენოს თავიანთი ინტერესების გასატარებლად და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ამას შეეწიროს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის სურვილი აქვს, მაგრამ ამასთან კატეგორიულად მიუღებელია ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფა.

„ჩვენ მეგობრობაც და თანამშრომლობაც გვინდა, მაგრამ არა ისე, რომ ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ გაითელოს. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია.

კარგი, ვთქვათ დაგვასანქცირეს, რა მნიშვნელობა აქვს ამას? რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს და ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით, თუ რა?

როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, აქ პირად კეთილდღეობაზე, პირად ინტერესზე საერთოდ არ არის საუბარი. ეს არის ჩემი პოზიცია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. კახა კალაძე: ვთქვათ დაგვასანქცირეს, რა შეიცვლება ამით, ვინმე შეგვაშინებს და ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით, თუ რა?

თემა: კალაძე

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • რუსთავი 2·15:23
    კახა კალაძე ევროპარლამენტის მოთხოვნაზე დასანქცირების შესახებ: ვთქვათ დაგვასანქცირეს, რა შეიცვლება ამით, ვინმე შეგვაშინებს და ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით თუ რა?
  • სპორტოლი·14:50
    "არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა" - კალაძე ბათუმში მომხდარ არეულობაზე
  • ფრონტნიუსი·14:16
    კახა კალაძე - სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე მსგავსი ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან, მე რაღაც განსაკუთრებულს ვერ ვხედავ
  • პალიტრა ნიუსი·14:02
    კახა კალაძე - ვთქვათ დაგვასანქცირეს - რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს? რა, ფარ-ხმალს დავყრით, „დავუწვებით"? თავს დავუხრით? როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, აქ პირად კეთილდღეობასა და ინტერესზე საუბარი არ არის
კალაძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·16:56

ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები დღეს გამოვლინდებიან

ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები დღეს გამოვლინდებიან
აიპრესი·16:50

გურამ მაჭარაშვილი: საქართველოში გამართული რადიკალური აქციები, "მოლოტოვის კოქტეილის" გამოყენება, შტურმი პარლამენტისა და ცესკოს შენობებზე დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ - ათეულობით მილიონია დახარჯული

გურამ მაჭარაშვილი: საქართველოში გამართული რადიკალური აქციები, "მოლოტოვის კოქტეილის" გამოყენება, შტურმი პარლამენტისა და ცესკოს შენობებზე დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ - ათეულობით მილიონია დახარჯული
აიპრესი·16:48

ლევან მაჭავარიანი: პაატა ბურჭულაძეზე საუბრობენ, რომ პოლიტპატიმარია, როცა თვეებით ადრე ავანგარდში ედგა დამხობის აქციას, საქართველოში ვინც საღად აზროვნებს, არავის აინტერესებს ევროპარლამენტარების რეზოლუციები

აიპრესი·16:45

მიხეილ სააკაშვილი: ყირგიზეთის მოვლენებისას სოროსმა დამირეკა, თავი დამენებებინა აკაევისთვის, თუ არა დიდი სისხლისღვრა იქნებაო, გაირკვა, რომ აკაევთან ბიზნესს აკეთებდა, მე შორს გავუშვი და მტკიცე უარი ვუთხარი

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.