ორიგინალი
Euronews: ევროკომისიას სურს, მონტენეგროს მონიტორინგი მას შემდეგაც გააგრძელოს, რაც ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება - მონტენეგრო, რომელიც ევროკავშირში გაწევრების გზაზე ყველაზე წინ არის წასული, ერთგვარ საცდელ პოლიგონად იქცა უფრო მკაცრი დამცავი მექანიზმებისთვის
იმედი·02:23

26 ნოემბერი, 2026 · 02:23

ევროკომისიას სურს, მონტენეგროს მონიტორინგი მას შემდეგაც გააგრძელოს, რაც ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება, - წერს Euronews-ი.

ამ მიზნით, ევროკომისია გაწევრების ხელშეკრულების პროექტში რეფორმების უკუსვლის საწინააღმდეგო ახალი მექანიზმის გაფართოებასა და 10-წლიანი გამოსაცდელი პერიოდის შემოღებას ითხოვს მიუხედავად იმისა, რომ წევრი სახელმწიფოების ნაწილი ამ ნაბიჯის დამატებით სარგებელს ეჭვქვეშ აყენებს.

მონტენეგრო, რომელიც ევროკავშირში გაწევრების გზაზე ყველაზე წინ არის წასული, ერთგვარ საცდელ პოლიგონად იქცა უფრო მკაცრი დამცავი მექანიზმებისთვის. ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ ეს ზომები ევროკავშირს „ახალი ვიქტორ ორბანის“ გამოჩენისგან დაიცავს.

გასულ კვირას წევრმა სახელმწიფოებმა ძირითადად მოიწონეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის მიერ მომზადებული პოზიციის პროექტი ახალი გარანტიების შესახებ, რამაც მონტენეგროს გაწევრების ხელშეკრულებაზე მუშაობის დაწყებას გაუხსნა გზა. ამის საფუძველზე, კომისიამ წარადგინა ხელშეკრულების შესაბამისი დებულებების პირველი პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან სიახლეს - გაწევრების შემდგომი მონიტორინგის მექანიზმს მოიცავს.

თავდაპირველი წინადადებით, ევროკომისიას ქვეყანა გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებიდან ბლოკში ოფიციალურ შესვლამდე შუალედურ პერიოდში უნდა გაეკონტროლებინა, რათა კანდიდატს რეფორმები არ შეენელებინა. უკიდურეს შემთხვევაში, კომისიას გაწევრების გადავადებაც კი შეეძლო.

თუმცა, განხილვების დროს უფრო მკაცრი ზომების მომხრე ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა, მონიტორინგის გაწევრების შემდეგაც გაგრძელება მოითხოვეს. Euronews-ის მიერ ნანახ პროექტში აღნიშნულია, რომ ვინაიდან გარკვეული დამცავი მუხლები გაწევრების შემდეგაც ძალაში დარჩება, ხელშეკრულებაში გაწევრების შემდგომი მონიტორინგის დებულებაც უნდა შევიდეს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. ინსტიტუციური გარანტია, რომელიც ახალ წევრს ერთგვარ გამოსაცდელ ვადას უწესებს: ევროკავშირის ღირებულებებისა და წესების დარღვევის შემთხვევაში, მასზე სწრაფი რეაგირება მოხდება, რაც უმძიმესი დარღვევებისას ხმის უფლების შეჩერებასაც ითვალისწინებს. კომისიის პროექტი ადასტურებს გამოსაცდელი ვადის 15-დან 10 წლამდე შემცირებას, თუმცა არ იზიარებს ირლანდიის კომპრომისულ ვარიანტს იმის შესახებ, თუ რა წესით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება სანქციების ამოქმედებაზე.

ინიციატივას სკეპტიკურად შეხვდა ქვეყნების სხვა ჯგუფი - განსაკუთრებით „დასავლეთ ბალკანეთის მეგობართა“ გაერთიანების წევრები. მათ ეჭვქვეშ დააყენეს დამატებითი კონტროლის საჭიროება და აღნიშნეს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკვე მოწმდებიან ისეთი ინსტრუმენტებით, როგორებიცაა კანონის უზენაესობის შესახებ ანგარიშები და სამართალდარღვევის პროცედურები. მათ კომისიას განმარტება მოსთხოვეს, თუ როგორ იმუშავებს ახალი მექანიზმი და როგორ აიცილებენ თავიდან არსებული ინსტრუმენტების დუბლირებას.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euronews: ევროკომისიას სურს, მონტენეგროს მონიტორინგი მას შემდეგაც გააგრძელოს, რაც ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება - მონტენეგრო, რომელიც ევროკავშირში გაწევრების გზაზე ყველაზე წინ არის წასული, ერთგვარ საცდელ პოლიგონად იქცა უფრო მკაცრი დამცავი მექანიზმებისთვის

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 9 ქართული წყარო აშუქებს — სულ 114 სტატია.

  • BM.GE·20:20
    ევროკავშირი ახალ ტექნოლოგიურ ფონდში €50 მილიარდამდე ინვესტიციას გეგმავს
  • კომერსანტი·19:30
    აშშ-ს ადმინისტრაცია რამდენიმე მსხვილი სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ჩინეთისა და ევროკავშირის მიმართ ახალი სავაჭრო ტარიფების დაწესებას გეგმავს
  • ტვ პირველი·18:55
    ევროპარლამენტარი: კვლავ ვახდენთ ზეწოლას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე და ვითხოვთ სანქციების დაწესებას ("ოცნების" მიმართ)
  • რუსთავი 2·18:22
    პოლონელი ევროპარლამენტარი: ევროკავშირის ახალი ბიუჯეტი პოლონეთის ძარცვას ემსახურება, სურთ ბოლომდე გამოგვწურონ - უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ
ევროკავშირისწევრი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·02:35

ჯარედ კუშნერი: უკრაინაში მიმდინარე ომი ფაქტობრივად „პროქსი ომად“ იქცა, სადაც ევროპა კიევს რუსეთის წინააღმდეგ აფინანსებს და აიარაღებს

ჯარედ კუშნერი: უკრაინაში მიმდინარე ომი ფაქტობრივად „პროქსი ომად“ იქცა, სადაც ევროპა კიევს რუსეთის წინააღმდეგ აფინანსებს და აიარაღებს
იმედი·01:14

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ნატოს მოკავშირეებმა უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდების იდეას მხარი არ დაუჭირეს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ნატოს მოკავშირეებმა უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდების იდეას მხარი არ დაუჭირეს
იმედი·01:06

გამოცემა Rapporteur: სლოვენია ევროკავშირისა და ბალკანეთის ქვეყნების სამიტის დეკლარაციის მეშვეობით სერბეთზე ზეწოლას ახდენს, რათა ბელგრადმა იუგოსლავიის პერიოდის სადაზვერვო არქივები გაასაჯაროოს - დიპლომატების შეფასებით, ეს ინიციატივა შესაძლოა უკავშირდებოდეს სლოვენიის მთავრობის მცდელობას, ხელახლა წამოსწიოს ბრალდებები მარტა კოსის იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირების შესახებ

იმედი·00:48

ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობაზე“: საქართველოს გარდა აბსოლუტურად ყველას მოემსახურებიან ნებისმიერ დროს და მათ რომ ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაუვარდეთ, იმაზე გაცილებით დიდ უბედურებას დაატრიალებენ, ვიდრე თავის დროზე დაატრიალეს

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.