ორიგინალი
სომხეთის იუსტიციის მინისტრი: "ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია საქართველოს, როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნის, მიერ დაგროვილი გამოცდილება"
აიპრესი·12:23

სომხეთის იუსტიციის მინისტრი: "ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია საქართველოს, როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნის, მიერ დაგროვილი გამოცდილება"

26 ნოემბერი, 2026 · 12:23

„ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია საქართველოს, როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნის, მიერ დაგროვილი გამოცდილება“, – ამის შესახებ განცხადება სომხეთის იუსტიციის მინისტრმა სრბუჰი გალიანმა ერევანში მიმდინარე სომხურ-ქართული ფორუმის ფარგლებში გააკეთა. მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის იუსტიციის სფეროში პარტნიორობის გაგრძელებაზე. სრბუჰი გალიანის თქმით, სამართლებრივი ფორუმი ძალიან პროდუქტიული პლატფორმაა. სომხეთის იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მათთვის განსაკუთრებით ღირებულია მეზობელი ქვეყნის მიერ დაგროვილი გამოცდილების გაზიარება.

„მეშვიდე წელია, ყოველწლიურად ვხვდებით ჩვენს პარტნიორებს, რათა განვიხილოთ იუსტიციის სფეროში არსებული გამოწვევები და ერთმანეთს გავუზიაროთ ერთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება. ჩვენ ვცვლით გამოცდილებასაც არა მხოლოდ უშუალოდ მართლმსაჯულების სფეროში, არამედ ევროკავშირთან პარტნიორობის კონტექსტშიც. როგორც იცით, ამჟამად ჩვენ სავიზო ლიბერალიზაციის პროგრამის განხორციელების ეტაპზე ვიმყოფებით. ეს ის ნაბიჯებია, რომლებიც ჩვენმა მეზობელმა სახელმწიფომ უკვე დიდი ხნის წინ გადადგა და, ბუნებრივია, ჩვენთვის მუდმივად საინტერესოა ამ მიმართულებითაც ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიერ დაგროვილი გამოცდილება“, – განაცხადა სრბუჰი გალიანმა.

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მას თბილისი და ერევანი მონაცვლეობით მასპინძლობენ. ფორუმი იუსტიციის მინისტრებმა პაატა სალიამ და სრბუჰი გალიანმა გახსნეს. თემატურ სესიებში, ასევე, მონაწილეობენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები: ლანა მორგოშია და თამარ ზოდელავა, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელები, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე, ორი ქვეყნის გენერალური პროკურატურებისა და ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები და ადამიანის უფლებებისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. სომხეთის იუსტიციის მინისტრი: "ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია საქართველოს, როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნის, მიერ დაგროვილი გამოცდილება"

თემა: მინისტრი

ამ თემას 16 ქართული წყარო აშუქებს — სულ 132 სტატია.

  • პრაიმტაიმი·08:12
    საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა
  • იმედი·08:06
    საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში, ქალაქ ცინგტაოში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და საზოგადოებას სიტყვით მიმართავს
  • რუსთავი 2·08:01
    საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა
  • ინფო 9·00:16
    პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ვარშავა უკრაინის საზღვართან „ფრენებისთვის აკრძალულ ზონას“ შექმნის
მინისტრი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·12:35

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის დაზვერვის ტერორისტებად აღიარების ინიციატივით გამოვიდა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის დაზვერვის ტერორისტებად აღიარების ინიციატივით გამოვიდა
აიპრესი·12:31

რატი იონათამიშვილი: 4 ოქტომბრის საქეზე დანაშაულს უკვე უშუალოდ მონაწილეები და ორგანიზატორებიც კი აღიარებენ, ინანიებენ და შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ

რატი იონათამიშვილი: 4 ოქტომბრის საქეზე დანაშაულს უკვე უშუალოდ მონაწილეები და ორგანიზატორებიც კი აღიარებენ, ინანიებენ და შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ
აიპრესი·12:22

შალვა პაპუაშვილი: USAID-ის ქსელის ფეისბუკგვერდიც კი საკმარისი მტკიცებულებაა იმის დასადასტურებლად, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის უკან USAID-თან ერთად ბრიუსელიც იდგა

აიპრესი·11:53

გურამ მაჭარაშვილი: "ნაცმოძრაობა" რუსეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში - რაც სააკაშვილმა აღიარა, შემდეგ ომის პროვოკაციას წამოეგო - ანუ რუსეთის საქმე გააკეთა და ომის შემდეგ ისევ რუსეთს ჩაეხუტა

გურამ მაჭარაშვილი: "ნაცმოძრაობა" რუსეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში - რაც სააკაშვილმა აღიარა, შემდეგ ომის პროვოკაციას წამოეგო - ანუ რუსეთის საქმე გააკეთა და ომის შემდეგ ისევ რუსეთს ჩაეხუტა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.