ორიგინალი
თამარ ჩიბურდანიძე: საქართველო იყო, არის და იქნება ურთულეს გეოგრაფიულ მდებარეობაში უნიკალური პოლიტიკის მატარებელი ქვეყანა, სადაც ტოლერანტობა უმაღლეს სახელმწიფო დონეზეა აყვანილი - ეს ყველამ უნდა გაიაზროს
აიპრესი·18:55

თამარ ჩიბურდანიძე: საქართველო იყო, არის და იქნება ურთულეს გეოგრაფიულ მდებარეობაში უნიკალური პოლიტიკის მატარებელი ქვეყანა, სადაც ტოლერანტობა უმაღლეს სახელმწიფო დონეზეა აყვანილი - ეს ყველამ უნდა გაიაზროს

28 ნოემბერი, 2026 · 18:55

„ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს. მეორე და ყველაზე მთავარი - ეს იყო პროვოკაცია და უპატივცემულობა ჩვენი ქვეყნის მიმართ!“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისი თქმით, საქართველოში მცხოვრებ სხვა ეთნოსებს არასოდეს განუცდიათ არც ჩაგვრა ქართველი ხალხისგან და არც ურთიერთდაპირისპირება სხვა ეთნოსებთან.

„ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს.

მეორე და ყველაზე მთავარი - ეს იყო პროვოკაცია და უპატივცემულობა ჩვენი ქვეყნის მიმართ! იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინახავს ტოლერანტობას, შემწყნარებლობასა და საქართველოში მცხოვრებ ეთნოჯგუფებს შორის საოცარ დიპლომატიას.

აქ მცხოვრებ სხვა ეთნოსებს არასოდეს განუცდიათ არც ჩაგვრა ქართველი ხალხისგან და არც ურთიერთდაპირისპირება სხვა ეთნოსებთან - ამას ისევ ქართული მხარე აგვარებდა. საქართველო ამ მხრივ მსოფლიო ისტორიაში სამაგალითო ქვეყანაა!

26 საუკუნეა, ებრაელი ხალხი სისხლხორცეულად არის შეზრდილი ქართველ ხალხთან. მათთვის ქართული ენა „დედაენაა“. ასევე, საუკუნეების განმავლობაში ჩვენთან ცხოვრობენ როგორც სხვა ეთნოსის წარმომადგენლები, ისე ქართველი მუსლიმებიც და მათაც სრული კომფორტი აქვთ შექმნილი ქართველი ქრისტიანი ხალხისგან. ჩვენ არასოდეს არავის ღირებულებებს ცუდად არ შევხებივართ, პირიქით -საკუთარივით ვიცავდით სხვისას! მსოფლიოში პოლიტიკური კატაკლიზმების მიუხედავად, საქართველოში ამ პრინციპს ვერავინ არღვევდა და სწორედ ამით ფასობს ჩვენი ქვეყანა დღემდე. საქართველო ერთადერთი ეპიცენტრია კავკასიაში, სადაც პოლიტიკური ტოლერანტობა ეთნოსებს შორის უმაღლეს დონემდეა აყვანილი. ეს ჩვენი უდიდესი ღირებულებაა და ნებისმიერი ერისა თუ რელიგიური ჯგუფისგან პატივისცემას იმსახურებს და არა იმას, რაც ბათუმის სტადიონზე მოხდა!

მე არ შევალ დეტალებში, ვინ, საიდან და როგორ დაიწყო ეს პროვოკაცია. ფაქტია, ეს გაბედეს და მოხდა ცუდი რამ - მსოფლიომ გაიგო, რომ საქართველოში თურქ და ებრაელ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა და მიზეზი ყველასათვის ნათელია - ისრაელ-ირანის ომი.

და რა შუაშია საქართველო?! ნუთუ ძნელი იყო იმის გააზრება, რომ იმ ქვეყანაში იმყოფებოდნენ, სადაც არასოდეს მომხდარა მსგავსი ფაქტი?! ძალიან მიყვარს ებრაელი ხალხი საქართველოსადმი გამოხატული დიდი სიყვარულის გამო! ასევე, მიყვარს ჩვენი მუსლიმი ქართველობა და აზერბაიჯანელი მეგობრები.

საქართველო და ისრაელი მეგობარი სახელმწიფოებია; ასევე, მეგობრები და უახლოესი მეზობლები ვართ ჩვენ, აზერბაიჯანი და თურქეთი!

საქართველო იყო, არის და იქნება ურთულეს გეოგრაფიულ მდებარეობაში უნიკალური პოლიტიკის მატარებელი ქვეყანა - ერთადერთი ოქროს წერტილი, სადაც ტოლერანტობა უმაღლეს სახელმწიფო დონეზეა აყვანილი! ეს ყველა სტუმარმა თუ ადგილობრივმა მცხოვრებმა უნდა გაიაზროს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. თამარ ჩიბურდანიძე: საქართველო იყო, არის და იქნება ურთულეს გეოგრაფიულ მდებარეობაში უნიკალური პოლიტიკის მატარებელი ქვეყანა, სადაც ტოლერანტობა უმაღლეს სახელმწიფო დონეზეა აყვანილი - ეს ყველამ უნდა გაიაზროს

თემა: პოლიტიკის

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 63 სტატია.

  • იმედი·18:21
    თამარ ჩიბურდანიძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: საქართველო იყო, არის და იქნება ურთულეს გეოგრაფიულ მდებარეობაში უნიკალური პოლიტიკის მატარებელი ქვეყანა - ერთადერთი ოქროს წერტილი, სადაც ტოლერანტობა უმაღლეს სახელმწიფო დონეზეა აყვანილი - ეს ყველამ უნდა გაიაზროს
  • რუსთავი 2·15:50
    ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
  • კვირა·14:59
    ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
  • პრაიმტაიმი·14:56
    ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
პოლიტიკის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·19:39

უელსი 40:10 იაპონია — „ბორჯღალოსნებმა“ რეიტინგში იაპონიას გადაასწრეს

უელსი 40:10 იაპონია — „ბორჯღალოსნებმა“ რეიტინგში იაპონიას გადაასწრეს
აიპრესი·19:24

ახმეტაში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც

ახმეტაში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც
აიპრესი·19:07

ალბანეთის დედაქალაქში ანტისამთავრობო აქციაზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

ალბანეთის დედაქალაქში ანტისამთავრობო აქციაზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
აიპრესი·17:30

ისრაელის ელჩი: სპორტი ძალადობის, დაშინებისა და პოლიტიკური წაქეზებისგან თავისუფალი უნდა დარჩეს

ისრაელის ელჩი: სპორტი ძალადობის, დაშინებისა და პოლიტიკური წაქეზებისგან თავისუფალი უნდა დარჩეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.