ორიგინალი
თამარ იოსელიანი: ჩვენი საერთო მიზანია, „შუა დერეფანმა“ ერთიანი, ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის სახით იფუნქციონიროს
აიპრესი·22:35

თამარ იოსელიანი: ჩვენი საერთო მიზანია, „შუა დერეფანმა“ ერთიანი, ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის სახით იფუნქციონიროს

27 ნოემბერი, 2026 · 22:35

მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიშის თანახმად, 2040 წლისთვის „შუა დერეფნის“ გასწვრივ ტვირთბრუნვა, 2023 წელთან შედარებით, შესაძლოა ოთხჯერ გაიზარდოს, ხოლო ტრანზიტის დრო ორი მესამედით შემცირდეს. საქართველოში სატრანსპორტო მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდა უკვე თვალსაჩინოა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ლონდონში, გაერთიანებული სამეფოს – ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურის დაფინანსების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

თამარ იოსელიანმა „შუა დერეფნის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გრძელვადიანი ეკონომიკური ღირებულება მდგომარეობს ახალი ინვესტიციების მოზიდვაში, ინდუსტრიების განვითარებაში, დამატებითი ეკონომიკური ღირებულების შექმნასა და ადგილობრივი ბიზნესისთვის ახალ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობების გაფართოებაში.

„ჩვენი პოლიტიკა მოთხოვნის ზრდის წინმსწრებად ინფრასტრუქტურული ინვესტიციების განხორციელებას ეფუძნება, 2032 წლისთვის საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით შვიდი მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას ვგეგმავთ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე, რომელიც, მისი შეფასებით, სტრატეგიული მნიშვნელობისაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, მათ შორის შუა დერეფნის მარშრუტის კონტექსტში.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმართ ინდუსტრიის მსხვილი საერთაშორისო მოთამაშეების ინტერესს უკვე ვხედავთ. ჩვენი ამბიციაა, მის ირგვლივ ახალი ინდუსტრიული და ლოგისტიკური ჰაბი შევქმნათ. საქართველო მოთხოვნის ზრდის წინმსწრებად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს და ამ პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობს რეგიონულ პარტნიორებთან. ჩვენ გვაქვს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მკაფიო ხედვა და სამოქმედო გეგმა და ღია ვართ გრძელვადიანი კომერციული პარტნიორობისთვის“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველო „შუა დერეფნის“ განვითარების საკითხებზე რეგიონულ პარტნიორებთან მუდმივ დიალოგს აწარმოებს როგორც სამთავრობო დონეზე, ისე კერძო ოპერატორებთან. რეგიონული თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად მინისტრის მოადგილემ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი დაასახელა, რომლის მოდერნიზაციის შედეგად წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა ერთი მილიონიდან ხუთ მილიონ ტონამდე გაიზარდა.

„ჩვენი საერთო მიზანია, „შუა დერეფანმა“ ერთიანი, ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის სახით იფუნქციონიროს. ამ მიმართულებით უკვე ვდგამთ კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებს, შექმნილია ერთობლივი მულტიმოდალური სატრანსპორტო სერვისები და ვმუშაობთ ერთიანი სატარიფო მიდგომების დანერგვაზე, სარკინიგზო და საზღვაო ოპერაციების სინქრონიზაციაზე, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივებასა და ურთიერთთავსებადი ციფრული სისტემების დანერგვაზე“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილესთან ერთად, საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ აუდიტორიის შეკითხვებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ უპასუხა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. თამარ იოსელიანი: ჩვენი საერთო მიზანია, „შუა დერეფანმა“ ერთიანი, ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის სახით იფუნქციონიროს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·00:18

„ჰაიდენჰაიმი“ 3:1 „ნიურბერგი“ — ბუდუ ზივზივაძემ ისევ გაიტანა

„ჰაიდენჰაიმი“ 3:1 „ნიურბერგი“ — ბუდუ ზივზივაძემ ისევ გაიტანა
აიპრესი·23:44

„როიტერი“ – ჰაკერებმა აშშ-ის საჰაერო ძალების ღრუბლოვან გამოთვლით პლატფორმაში შეაღწიეს

„როიტერი“ – ჰაკერებმა აშშ-ის საჰაერო ძალების ღრუბლოვან გამოთვლით პლატფორმაში შეაღწიეს
აიპრესი·23:06

„სიენენი“: ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებით ეჭვქვეშ აყენებს

„სიენენი“: ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებით ეჭვქვეშ აყენებს
აიპრესი·21:58

ბათუმის „დინამომ“ გორის „დილა“ დაამარცხა და გალიდერდა

ბათუმის „დინამომ“ გორის „დილა“ დაამარცხა და გალიდერდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.