ორიგინალი
სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო გაუქმდა. რა ვიცით ამ დროისთვის
ჯემნიუსი·18:56

სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო გაუქმდა. რა ვიცით ამ დროისთვის

25 ნოემბერი, 2026 · 18:56

სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2027 წლის პირველი იანვრიდან სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო ლიკვიდაციას დაიწყებს. შესაბამის დადგენილებას, რომელიც 24 ნოემბერს გამოიცა, ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

დადგენილების თანახმად, სააგენტომ ლიკვიდაციამდე, 2027 წლის პირველ იანვრამდე, უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ძალადაკარგულად გამოაცხადოს სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 18 ივლისის ბრძანება, რომლითაც სახელმწიფო გრანტების გაცემისა და მონიტორინგის წესი დამტკიცდა.

სააგენტოს ლიკვიდაციის პროცესის წარმართვის მიზნით შეიქმნება სპეციალური სალიკვიდაციო კომისია. მას დაევალება სააგენტოს აქტივების, მიმდინარე ვალდებულებებისა და სამსახურებრივი დოკუმენტაციის, მათ შორის საარქივო მასალების, სრული ინვენტარიზაცია.

კომისიამ ასევე უნდა განსაზღვროს უწყებები, რომლებსაც სააგენტოს აქტივები, ვალდებულებები და დოკუმენტაცია გადაეცემა. საჭიროების შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს პასუხისმგებელი უწყებაც, რომელიც სააგენტოს მიერ გაცემული გრანტების მიმღებთა მიერ საგრანტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას გააკონტროლებს.

წინაისტორია

სააგენტოს შექმნას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ მიერ „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც უცხოელ დონორებს საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისთვის გრანტების გასაცემად მთავრობის ან მის მიერ უფლებამოსილი უწყების წინასწარი თანხმობის მიღება დაევალათ. თანხმობის გარეშე გრანტის მიღებისთვის კანონმდებლობით ჯარიმა გრანტის ორმაგი ოდენობით განისაზღვრა.

ცვლილებების პარალელურად, ხელისუფლებამ სახელმწიფო დაფინანსების ახალი მექანიზმის შექმნა დააანონსა. მთავრობის განმარტებით, სააგენტოს მიზანი უნდა ყოფილიყო იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომელთა საქმიანობაც ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს შეესაბამებოდა. სააგენტოს შექმნისთვის, მისი ფუნქციონირებისა და საგრანტო პროგრამებისთვის 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 20 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.

სააგენტომ საგრანტო განაცხადების პირველი კონკურსი 2025 წლის ივლისში გამოაცხადა. პროექტების დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობად 100 ათასი ლარი განისაზღვრა, ხოლო ორგანიზაციული განვითარების გრანტების შემთხვევაში დაფინანსება 700 ათას ლარამდე აღწევდა.

სააგენტოს კრიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ხელისუფლება სახელმწიფო გრანტებით იმ ორგანიზაციების დაფინანსებას აპირებდა, რომლებიც მის პოლიტიკურ პრიორიტეტებს გაიზიარებდნენ, მაშინ როდესაც უცხოური დაფინანსების შეზღუდვა დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას ართულებდა.

2026 წლის სექტემბერში ირაკლი კობახიძემ სააგენტოს დახურვის გადაწყვეტილება დააანონსა. მან განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოეთის პოლიტიკური ჩარევის ინსტრუმენტია და სახელმწიფოს მხრიდან მათი შექმნა და დაფინანსება არასწორი იქნებოდა.

კობახიძის განცხადების შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ, აღნიშნა, რომ სააგენტოს მიერ 2025 წელს გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საჯარო მონაცემებით, ჯამში 17 პროექტი, საერთო ღირებულებით 1 657 775 ლარი, დაფინანსდა. მისი თქმით, დაფინანსებულ ორგანიზაციებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც კონკურსამდე ცოტა ხნით ადრე იყვნენ დაფუძნებული.

24 ნოემბრის მთავრობის დადგენილებით, სააგენტოს ლიკვიდაციის პროცესი 2027 წლის პირველ იანვრამდე უნდა დასრულდეს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: jam-news.net
  1. მთავარი
  2. ჯემნიუსი
  3. სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო გაუქმდა. რა ვიცით ამ დროისთვის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ჯემნიუსი·20:34

“გადატრიალების მცდელობა“ მთავარ აქცენტად: რას ამბობს სუს-ი 2025 წლის ანგარიშში

“გადატრიალების მცდელობა“ მთავარ აქცენტად: რას ამბობს სუს-ი 2025 წლის ანგარიშში
ჯემნიუსი·11:45

ყალბი ვიდეოები და პირადი მონაცემების გავრცელება. ჟურნალისტი თორნიკე რაზმაძე AI კამპანიის სამიზნე გახდა

ყალბი ვიდეოები და პირადი მონაცემების გავრცელება. ჟურნალისტი თორნიკე რაზმაძე AI კამპანიის სამიზნე გახდა
ჯემნიუსი·18:44

პატიმრების კვება, გზების შეკეთება და სხვა შესყიდვები. 1.3 მლრდ ლარის ტენდერები კონკურენციის გარეშე გაფორმდა -TI

პატიმრების კვება, გზების შეკეთება და სხვა შესყიდვები. 1.3 მლრდ ლარის ტენდერები კონკურენციის გარეშე გაფორმდა -TI
ჯემნიუსი·14:55

„ოცნების“ პროპაგანდისტულმა ქსელმა მეუფე იობის წინააღმდეგ კოორდინირებული კამპანია აწარმოა – ISFED

„ოცნების“ პროპაგანდისტულმა ქსელმა მეუფე იობის წინააღმდეგ კოორდინირებული კამპანია აწარმოა – ISFED
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.