ორიგინალი
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავის მოქალაქეებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა
კვირა·18:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავის მოქალაქეებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა

25 ნოემბერი, 2026 · 18:59

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. ვაშინგტონი მათ ახლო აღმოსავლეთში ვითარების შესაძლო გამწვავების შესახებ აფრთხილებს.

აშშ-ის ვირტუალურმა საელჩომ ირანში უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა. განცხადების თანახმად, ირანმა, იემენელმა ჰუსიტებმა და თეირანთან დაკავშირებულმა სხვა დაჯგუფებებმა, შესაძლოა, რეგიონში ამერიკის მოქალაქეების, კომპანიებისა და დაწესებულებების წინააღმდეგ თავდასხმები განახორციელონ.

გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში ამერიკულ ობიექტებზე იერიში მიიტანა, იემენელმა ჰუსიტებმა კი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის ფინანსურ რაიონში მდებარე შენობას შეუტიეს. თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.

აშშ-ის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ავიარეისების შესაძლო გაუქმებისა და საჰაერო სივრცის დახურვის საფრთხე. ასევე აღნიშნულია, რომ სახმელეთო საზღვრების გადაკვეთისა და მეზობელ ქვეყნებში შესვლის წესები შესაძლოა მოკლე დროში შეიცვალოს.

ამასთან, ვაშინგტონი მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს, საპროტესტო აქციებსა და პოლიციის გაძლიერებული მობილიზაციის ზონებს.

აშშ-სა და ირანს დიპლომატიური ურთიერთობები 1980 წლიდან არ აქვთ. თეირანში ამერიკის ინტერესებს შვეიცარიის საელჩო წარმოადგენს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvira.ge
  1. მთავარი
  2. კვირა
  3. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავის მოქალაქეებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • რადიო თავისუფლება·20:41
    რელიგიური ცენზის გაუქმება? ირანის დაზვერვას შესაძლოა, პირველად ჩაუდგეს სათავეში საერო პირი
  • BM.GE·18:28
    ირანის ომის გამო, ამერიკელები მადლიერების დღეს საწვავზე $1 მილიარდით მეტს დახარჯავენ
  • იმედი·17:47
    Euronews: აშშ ირანში მყოფ მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს - ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში ვითარების სწრაფ ესკალაციას არ გამორიცხავს
  • რუსთავი 2·10:54
    ტრამპის ადმინისტრაციამ ირანთან დაკავშირებით ახალი სანქციები დააწესა, რომელიც ათობით ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეეხო - Reuters
ირანის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირა·20:53

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
კვირა·19:25

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ვანგ ხუნგჭის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ვანგ ხუნგჭის შეხვდა
კვირა·18:59

“ქართული ოცნების“ სარჩელში ყველა ფაქტი, ყველა გარემოება არის დღესავით ნათელი” - ცოტნე ანანიძე

“ქართული ოცნების“ სარჩელში ყველა ფაქტი, ყველა გარემოება არის დღესავით ნათელი” - ცოტნე ანანიძე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.