“ქართული ოცნების“ სარჩელში ყველა ფაქტი, ყველა გარემოება არის დღესავით ნათელი” – ცოტნე ანანიძე
“ქართული ოცნების“ სარჩელში ყველა ფაქტი, ყველა გარემოება არის დღესავით ნათელი”, – ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ომთან და რუსულ ინტერესებთან დაკავშირებით საუბრობდით და როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში დაიჯერონ იმ ოპოზიციის არგუმენტები, რომლებიც 2008 წელს ომის წაგებას ზეიმობდნენ. ასეთი შეურაცხყოფა სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის მგონი არავის მიუყენებია მსოფლიო ისტორიაში.
ისევე როგორც ადამიანს, დემოკრატიასაც აქვს თავისი იმუნიტეტი, ეს არის კონსტიტუციური წესრიგის დაცვა. ეს არის სწორედ დემოკრატიის იმუნიტეტის რეაქცია, რაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა 30 ნოემბერს განახლდება.
