ორიგინალი
მაია ბითაძე: ოზურგეთის თეატრის, როგორც გურიის რეგიონის ერთადერთი პროფესიული სახელმწიფო თეატრის წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია
კვირა·19:55

მაია ბითაძე: ოზურგეთის თეატრის, როგორც გურიის რეგიონის ერთადერთი პროფესიული სახელმწიფო თეატრის წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია

25 ნოემბერი, 2026 · 19:55

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა თეატრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. თეატრის დირექტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ მინისტრს თეატრის შემოქმედებითი საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო.

„ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ქართულ კულტურულ სივრცეში. თეატრი ფუნქციონირებს შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩევა. შენობის სრული რეაბილიტაცია და თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდა.

„მადლობა მინდა გადავუხადო თეატრის დირექტორს და სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ ვასილ ჩიგოგიძეს, რომლის ხელმძღვანელობითაც თეატრი აქტიურ და წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ოზურგეთის თეატრი გურიის რეგიონის ერთადერთი პროფესიული სახელმწიფო თეატრია. ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით, თეატრში შექმნილია ყველა პირობა განვითარებისთვის, ახალგაზრდა თაობის ჩართულობისა და საინტერესო პროექტების განხორციელებისთვის. მისასალმებელია, რომ დღეს ოზურგეთის თეატრი ქართული თეატრალური ტრადიციების შენარჩუნებისა და განვითარების, საერთაშორისო კულტურული ურთიერთობებისა და შემოქმედებითი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ცენტრია“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში აქტიურად მუშაობს თეატრთან არსებული ახალგაზრდული სტუდიაც. შემოქმედებითი დასი კი აერთიანებს სხვადასხვა თაობის პროფესიონალ მსახიობებს. მიმდინარე წელს თეატრმა წარმატებით მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო ფესტივალებში თურქეთსა და ყაზახეთში, ასევე, მაყურებლის წინაშე წარდგა რუმინეთსა და ლონდონში. ამავდროულად, ოზურგეთის თეატრი ატარებს ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს.

2028 წელს ოზურგეთის თეატრი დაარსებიდან 160 წლის იუბილეს, ხოლო ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია თეატრის ისტორიული მუზეუმისა და ხმის ჩამწერი სტუდიის სრული რეაბილიტაცია და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლება.

მინისტრთან ერთად ოზურგეთის თეატრში იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჭუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ჩირგაძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvira.ge
  1. მთავარი
  2. კვირა
  3. მაია ბითაძე: ოზურგეთის თეატრის, როგორც გურიის რეგიონის ერთადერთი პროფესიული სახელმწიფო თეატრის წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირა·00:39

ვაზიანში დაკარგულ 12 წლის ბიჭს ეძებენ

ვაზიანში დაკარგულ 12 წლის ბიჭს ეძებენ
კვირა·00:27

გიორგი ზურაბაშვილი: საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ზუსტად ამ პრობლემებისთვის საჭიროა დიალოგი, რომ ვიპოვოთ გზები, როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემები

გიორგი ზურაბაშვილი: საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ზუსტად ამ პრობლემებისთვის საჭიროა დიალოგი, რომ ვიპოვოთ გზები, როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემები
კვირა·23:15

ჯანდაცვის მინისტრი „თოდუას კლინიკის“ ახალი სტაციონარის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ჯანდაცვის მინისტრი „თოდუას კლინიკის“ ახალი სტაციონარის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
კვირა·22:47

ვარშავის ცენტრში, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ მამაკაცმა თავი დაიწვა

ვარშავის ცენტრში, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ მამაკაცმა თავი დაიწვა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.