ეგვიპტეში, ბენზინმზიდის გადაბრუნების შედეგად გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა
ეგვიპტეში, გიზას პროვინციაში, კაიროს წრიულ გზაზე ბენზინმზიდის გადაბრუნებისა და აფეთქების შედეგად გაჩენილ ძლიერ ხანძარს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა.
ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ავტომობილი ბეტონის ზღუდარს შეეჯახა და გადაბრუნდა.
დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება, მსხვერპლთა ვინაობის დასადგენად კი დნმ-ის ანალიზები ტარდება.
