ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვძლიერდებით, როგორც ქვეყანა, ვაძლიერებთ ჩვენს ინსტიტუტებს, ვძლიერდებით ეკონომიკურად, გარანტია შეგვიძლია მივცეთ ქართველ ხალხს, რომ 2030 წელს ვიქნებით ყველაზე მომზადებული ქვეყანა დანარჩენ კანდიდატ წევრ ქვეყნებს შორის
ჩვენ ვძლიერდებით როგორც ქვეყანა, ვაძლიერებთ ჩვენს ინსტიტუტებს, ვძლიერდებით ეკონომიკურად, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება დანარჩენ კანდიდატ წევრ ქვეყნებს შორის.
„ჩვენ ვასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მივუყვებით მათ შესრულებას, 90 პროცენტზე მეტია შესრულებული. ჩვენ ვძლიერდებით, როგორც ქვეყანა, ვაძლიერებთ ჩვენს ინსტიტუტებს, ვძლიერდებით ეკონომიკურად. გარანტია შეგვიძლია მივცეთ ქართველ ხალხს, რომ 2030 წელს ვიქნებით ყველაზე მომზადებული ქვეყანა დანარჩენ კანდიდატ წევრ ქვეყნებს შორის. დანარჩენი, ბურთი იქნება უკვე ბრიუსელის მოედანზე, თუმცა ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ცვლილებები მოხდება, ვინაიდან, დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, ბრიუსელს ბევრი პრობლემა აქვს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
